reportiori.ge - ქობულეთში 400-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:58
რეგიონები
ქობულეთში 400-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 21:11


საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დიდთოვლობის გამო რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა შეაჯამა. ქუმსიშვილის განცხადებით, ინტენსიური მუსაობის შედეგად დაზიანებული გზები ძირითადად გაწმენდილია და საგზაო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამჟამად ქობულეთში მცხოვრები 400-მდე აბონენტი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი.


 

„დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრაზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ აჭარაში. თოვლისგან გაწმენდილია ბათუმის ყველა ცენტრალური ქუჩა.

 

 31 დეკემბრიდან, ქალაქის მასშტაბით გზებისა და ტროტუარების გასაწმენდად მობილიზებულია დასუფთავების 200 თანამშრომელი და 25 ერთეული მძიმე ტექნიკა.

 საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სტრუქტურული ერთეულები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები. მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

 დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 000-მდე აბონენტს, რომელთაგან ამ დროისთვის ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილია 400-მდე აბონენტი.

 

იწმინდება სასოფლო გზები ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის, აჭყვისთავის, ციხისძირის, დაბა ჩაქვის, მუხაესტატესა და დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულებში."- განაცხადა მინისტრმა. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016