reportiori.ge - დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:05
რეგიონები
დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 21:30


დიდთოვლობასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის  ლევან შონია მეთაურობით საგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარდა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შტაბის სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს რეგიონის გზებზე არსებული ვითარება. გაირკვა, რომ ამ დროისთვის ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია, ამავდროულად გაწმენდილია სოფლების გზების უმეტესობას, ამჯამად გაწმენდითი სამუშაოები შიდა გზებზე მიმდინარეობს.


გუბერნატორის განცხადებით, დილიდან დამატებითი ტექნიკით მოხდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება და დღის ბოლომდე არცერთი მიმართულებით პრობლემა არ უნდა შეიქმნას.


მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ამაშუკელმა კი განაცხადა, რომ გუბერნიაში არსებული შტაბი კოორდინირებულად მუშაობდა მუნიციპალიტეტების შტაბებთან, რამაც შედეგი გამოიღო და არსებული პრობლემების მოგვარება ერთობლივად და დროულად ხდებოდა.


შტაბის სხდომაზე რეგიონის მასშტაბით ელექტრო მომარაგების მხრივ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „სანიმუშოდ იმუშავა ენერგო-პრო ჯორჯიამ, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ. ახალი წლის დღეებში ამ ადამიანებს არ დაუსვენიათ და საშინელ ამინდში იბრძოდნენ წინა ფრონტზე, რათა მოქალქეებს ჰქონოდათ ელექტრო ენერგია. მათი ეს შრომა დასაფასებელია"- აღნიშნა ელოშვილმა. კომპანიის ხელმძღვანელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა მხარის გუბერნატორმაც.


სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, ყველა მუნიციპალიტეში ფუნქციონირებს  ცხელი ხაზი.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016