reportiori.ge - ბოლო მონაცემებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:04
რეგიონები
ბოლო მონაცემებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 22:20


22 საათის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი 1500-მდე შემცირდა. დღეს დილით ეს ციფრი 8 ათას აბონენტს აღწევდა. ელექტრო ენერგიის გარეშე ჩხოროწყუს, ზუგდიდის და წალენჯიხის მაღალმთიანი სოფლების რამდენიმე უბანია დარჩენილი. სადაც დაზიანებული კერების აღდგენა დილიდან განახლდება. სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას" როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას. კომპანიის წარმოამდგენლების განცხადებით, კი ხვალ ელექტრო ენერგიის მიწოდება ყველა გამორთულ აბონენტს აღუდგება.


რეგიონში გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არა არის, პრობლემა რაც გუშინ 5 საცხოვრებელ კორპუსს ზუგდიდში ჰქონდა აღმოფხვრილია.


დიდთოვლობის გამო დაზიანებული 20 ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველადი დახმარება გაუწია. დაზარალებულები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიყენებულ ზარალს კომისია სწავლობს, მოხდება ზიანის ანაზღაურება.


ამ დროისთვის რეგიონის ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია, ასევე გაწმენდილია სოფლამდე მისასვლელი გზები. დღის განმავლობაში იწმინდებოდა და ხვალიდან განახლდება გაწმენდითი სამუშაოები სოფლის შიდა გზებზე. კვლავ ნაწილობრივაა შეზღუდული მოძრაობა ჯვარი-მესტიის გზაზე, სადაც გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა.


სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი. სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი. 


რეგიონში 5 იანვრის დილიდან აღარ თოვს. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016