reportiori.ge - მაია ნიკოლეიშვილი: მსჯავრდებული მე-7 საპყრობილეში ვნახე, იქ ყველაზე მძიმე პირობებია...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:14
საზოგადოება
მაია ნიკოლეიშვილი: მსჯავრდებული მე-7 საპყრობილეში ვნახე, იქ ყველაზე მძიმე პირობებია...
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 23:44


სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მე-7 საპყრობილეში მყოფი მსჯავრდებულის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ნომერ მეშვიდე ციხის უფროსი ექიმი ნანა გაბედავა მართლაც გამორჩეული ადამიანია.

 

„დღეს ერთი ახალგაზრდა პატიმრის დედა დამიკავშირდა და მისი შვილის სისხლძარღვების კვლევის შედეგები მომიტანა.  მსჯავრდებული მე-7 საპყრობილეში ვნახე. იქ ყველაზე მძიმე პირობებია, ყველაზე "ჩაკეტილ" საპყრობილედ ითვლება და არის კიდეც. მსჯავრდებულთან პირადი შეხვედრის შემდეგ (წამყვანი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის სხვა პრობლემა იყო), ქალბატონ ნანას (მთავარ ექიმს) ვთხოვე, რომ მისი გადასაწყვეტია, მაგრამ, კარგი იქნებოდა თავ-კისრის სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია.

და დღეს მე ამ კვლევების შედეგი მომიტანეს.

თავის ტკივილზე მსჯავრდებული ძუნწად საუბრობს და ადგილობრივი ექიმისთვის ამის შესახებ არაფერი უქვამს. მთავარმა ექიმმა მაშინვე გაასინჯა ნევროპათოლოგს, შემდეგ კი კვლევა ჩაუტარა. არ "მიივიწყა", "არ წაუყრუა" ახალგაზრდა კაცის ტკივილს. და ეს არაა ყურადღებიანობის ერთადერთი შემთხვევა, მე ეს არაერთხელ ვნახე.

მე-7 საპყრობილის მთავარი ექიმი- ნანა გაბედავა ნამდვილი ექიმია-მკურნალი და ადამიანი!

-ბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის ახალი, 2016 წელი, ქალბატონო ნანა!

უფლებაშეზღუდული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის გასამართლებული, თქვენი მხრიდან ხომ უდიდესი მადლია და დიდი ადამიანობა! გაგახაროთ უფალმა!"- აღნიშნავს ნიკოლეიშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016