reportiori.ge - 2015 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6,9%-ით გაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:40
საზოგადოება
2015 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6,9%-ით გაიზარდა
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 13:48



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2015 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ვიზიტორების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 6,9%-ით გაიზარდა.


2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა, უფრო კონკრეტულად კი, ვიზიტორების რაოდენობამ 5 897 685 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 382 126 მოგზაურით (+6.9%) მეტია. რაც შეეხება ტურისტებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი გაატარეს, მათი რიცხვი 2 278 562-ია, ზრდა კი 2.2%. ტურისტების წილი მთლიან მოგზაურებში 39%-ია.

2015 წელსაც საქართველოს ყველაზე მეტად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ: იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (51%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები - 675% და საუდის არაბეთი - 80%-იანი მატებით. აღსანიშნავია, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა. 10 ქევყანა, საიდანაც 2015 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, ასე გამოიყურება: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, გერმანია, ყაზახეთი, აშშ.

 

ზრდა არის შემოსვლების კუთხითაც. საერთაშორისო ტურიზმიდან 2015 წლის მესამე კვარტალში შემოსავალმა 742 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წლის მესამე კვარტალში 650 მლნ აშშ დოლარი იყო. ზრდა წინა წლის მესამე კვარტალთან 14.2%- შეადგენს.

 

საერთაშორისო ტურიზმიდან სამი კვარტლის ჯამური შემოსავლები 1.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2014 წელს იგივე მაჩვენებელი 1.4 მილიარდს შეადგენდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 8.1 %-ით მეტია. ტურიზმის წილი სერვისის ექსპორტში 62.2%- შეადგენს.

 

2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 900 000 მიაღწია, რაც 7%-ია ზრდას გულისხმობს. დაახლოებით, 382 000 ადამიანით მეტი შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2016 წელსაც ტურისტების რაოდენობა დინამიურად გავზარდოთ, რადგან ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში. საერთაშორისო მოგზურთა ზრდა ერთიანი გუნდის მუშაობის შედეგია და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, ვისი მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგების მიღწევა", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016