reportiori.ge - რუსეთში კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი გამოიგონეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:41
მსოფლიო
რუსეთში კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი გამოიგონეს
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 17:07



რუსეთში კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი გამოიგონეს - ამის შესახებ გამოცემა Golbis იუწყება. როგორც  სეჩენევის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კლინიკის განყოფილების უფროსი მიხეილ ენიკეევი ამბობს, ახლა უკვე აღარ არის საჭირო ქირურგიული ჩარევები კიბოს მეტასტაზების ამოსაკვეთად.


ექიმის თქმით ზურგის ქვემოთ, ნემსით შეჰყავთ 40 გრადუსამდე გაციებული არგონი და კიბოს უჯრედები იყინება. ამის შემდეგ მეორე გაზი-ჰელიუმით გაყინული უჯრედები იმ წუთშივე საწყის ტემპერატურას უბრუნდება. როგორც აღმოჩნდა ასეთი ტემპერატორული ცვლა იწვევს კიბოს უჯრედების სიკვდილს.


ექიმის თქმით, ასეთი ოპერაციის შემდეგ პაციენტს უკვე რამდენიმე საათში შეუძლია სახლში წასვლა.


„ამ ოპერაციების ჩატარება შესაძლებელი გახდა მეცნიერების და ტექნიკის მიღწევებით, თუმცა ყველას ასეთი ოპერაცია არ უტარდება, რადგან ზოგიერთი პაციენტისთვის არსებობს საერთო ნარკოზის რისკი", -ამბობს პროფესორი.


ენიკეევის თქმით, კრიოაბლაცია ოპერაციის ალტერნატიული ფორმაა და იმ პაციენებთან გამოიყენება, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო არ უტარდებათ ქირურგიული ჩარევა. მაგალითად მაშინ, როცა სიმსივნე მიუდგომელია. ადრე ასეთ სიტუაციებში შეუძლებელი იყო რამის მოფიქრება.


„ავადმყოფს უკეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღება საჭირო ორგანოს ტომოგრაფიული სურათი, რომლისგანაც კეთდება 3D-მოდელი. ჩვენ სულ პატარა დეტალებზეც გვაქვს ამ მოდელით წარმოდგენა. კეთდება ვირტუალური ოპერაცია და ვიგებთ რა გავლენა და ჩარევა განვახორციელოთ სიმსივნეზე.


ახალი ქირურგიული ტექნოლოგიების საშუალებით გაჩნდა საშუალება, დავეხმაროთ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ შანსი აღარ ჰქონდათ", - ამბობს ექიმი.




წყარო: postalioni.com




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016