reportiori.ge - ვარდების მოედანზე საშობაო ალილოსთვის ემზადებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 21:07
საზოგადოება
ვარდების მოედანზე საშობაო ალილოსთვის ემზადებიან
ავტორი:
07 იანვარი, 2016. 14:21


ვარდების მოედანზე საშობაო ალილოს მონაწილეების შეკრება დაიწყო. ადგილზე არიან სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მოქალაქეები.


ვარდების მოედნის ტერიტორიაზეა დეკორატიული სპილოები, აქლემები და სხვა ცხოველები. ურმები დატვირთულია ნობათით.


თბილისის მერიის ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს, ელენე ახვლედიანის აღმართით კი პრეზიდენტის სასახლესთან მივლენ.


მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.


ალილოს მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე - საკრებულოს შენობასთან, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულით დახვდებათ.


მონაწილეთა ჯგუფი "კონკადან" საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს.


შემდეგ მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.


ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016