reportiori.ge - ალილო პრეზიდენტის სასახლეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 21:32
საზოგადოება
ალილო პრეზიდენტის სასახლეში
ავტორი:
07 იანვარი, 2016. 16:32


ალილოს მსვლელობის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს და ტრადიციული „ალილო" შეასრულეს.


პრეზიდენტის სასახლეში შობის მახარობლებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად დახვდნენ და საშობაო საჩუქრები პირადად გადასცეს.


პრეზიდენტმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.


„კიდევ ერთხელ მთელ საქართველოს მივულოცავ ამ მშვენიერ დღესასწაულს, რომელიც ალილოს მონაწილეებმა ამ ბრწყინვალე განწყობით მოიტანეს ჩვენთან. ჩვენი მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებულია ის საოცარი სიყვარული, რომელიც მაცხოვარმა მოიტანა ამ სამყაროში, რის შემდეგაც კაცობრიობა შეიცვალა და ცხოვრობს სიყვარულით, შენდობით და პოზიტიური ემოციის დამკვიდრების მცდელობით. ყოველ წელს არის ამის შესაძლებლობა, რომ ამ ძალამ კიდევ ერთხელ გაიღვიძოს და კიდევ ერთხელ გააძლიეროს ჩვენი ყველაზე ნათელი უნარები და გრძნობები რაც გვაქვს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ალილოს მონაწილეებს შობა პირველმა ლედიმაც მიულოცა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016