საზოგადოება
ქართველი დიპლომატები პარკინგის დავალიანებით აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ
07 იანვარი, 2016. 18:56
ნორვეგიული ინტერნეტ-სააგენტო Osloby-ს ინფორმაციით, ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმის გადაუხდელობის გამო 101 850 კრონის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა, რაც დაახლოებით 27 500 ლარს შეადგენს.
"დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს, სადაც ქალბატონს ვესაუბრეთ. როგორც მან გვითხრა, ჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამის შემდეგ საელჩოს ელექტრონული ფოსტით მივმართეთ და მივიღეთ პასუხი, რომ ისინი ინფორმირებულები არიან და აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ", - წერს სტატიის ავტორი.
სააგენტოს ცნობით, მეორე ადგილს მაროკოს საელჩო, მესამეს - ვიეტნამის, ხოლო მეოთხეს - ერაყის საელჩო იკავებს.
15 თებერვალი, 2016. 03:14
15 თებერვალი, 2016. 03:07
15 თებერვალი, 2016. 01:18
14 თებერვალი, 2016. 16:50
14 თებერვალი, 2016. 16:00
14 თებერვალი, 2016. 11:44
14 თებერვალი, 2016. 11:38
14 თებერვალი, 2016. 11:31
ლევან ვასაძე: თამარ სანიკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოხვედრილი
14 თებერვალი, 2016. 11:28
14 თებერვალი, 2016. 11:01
14 თებერვალი, 2016. 02:29
14 თებერვალი, 2016. 00:07
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 22:18
13 თებერვალი, 2016. 21:51