reportiori.ge - გიორგი ალიბეგაშვილი: ეს არის რწმენის, განახლებისა და ახალი იმედების ჩასახვის დღე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 21:09
საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილი: ეს არის რწმენის, განახლებისა და ახალი იმედების ჩასახვის დღე
ავტორი:
07 იანვარი, 2016. 20:51


შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში ტრადიციული ალილოს თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო.


მსვლელობის მონაწილეებმა შოთა რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანი, ალექსანდრე პუშკინისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩები გაიარეს და ელენე ახვლედიანის ქუჩით პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდა, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.


ალილოს მონაწილეები ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატები და თბილისის მერი დავით ნარმანია დახვდნენ, მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცეს, საშობაო ნობათი გადასცეს და ალილოს მსვლელობას შეუერთდნენ.

 

მინდა სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო. ეს არის იმედის, რწმენის, განახლების, ერთმანეთის სიყვარულის გამოხატვისა და ახალი იმედების ჩასახვის დღე.

თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს ჯანმრთელობას, წინსვლას, ხვავს და ბარაქას ვუსურვებ.

ალილო არის  ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან ბევრის გამომხატველი ტრადიცია, რომელსაც ქართველი კაცი სხვადასხვა ეპოქაში მოსახლეობის მიმართ პატივისცემის გამოხატვისა და ქველმოქმედების მიზნით ასრულებდა. დღევანდელი დღეც სწორედ ამის დასტურია. კიდევ ერთხელ ყველას ვულოცავ დღევანდელ ბრწყინვალე დღესასწაულს", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.


საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს. დღესდღეობით ალილოს სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ზეიმობენ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ალილოს მსვლელობას უერთდება.


მსვლელობის მონაწილეები მოსახლეობას ქრისტეს შობას გალობით ამცნობენ და მათგან საშობაო ნობათს, ძირითადად, ტკბილეულს ღებულობენ.


ყოვლადწმინდა სამებაში თავმოყრილი შემოწირულობა, ტრადიციულად, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში ნაწილდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016