reportiori.ge - როცა ასეთი პატრიარქი გვყავს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 21:07
საზოგადოება
როცა ასეთი პატრიარქი გვყავს...
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 03:27


ლია სტურუა, პოეტი: "რწმენა ადამიანის თავისუფალი არჩევანია და თუ გრძნობ, რომ ღმერთი შენშია, მაგიდის ხეშია, რომელზედაც ლექსს წერ, ქვაშია, რომელსაც ტვინი არა აქვს, მაგრამ მაინც ფიქრობს, ეკლესიური ადამიანიც რომ არ იყო, მორწმუნე უსათუოდ იქნები.


დღევანდელი ტერორიზმის ისლამურ ფონზე მაგონდება ჩინგიზ აიტმატოვის "საჯალათო კუნძი", რომლის გმირი ქრისტიანია და "წარმოშობით" მუსლიმანი მწერალი ამბობს, რომ ქრისტე ყველაზე მტკივნეული და ადამიანური ღმერთია, რომელსაც ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ასე მიმართავს: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!"...


ხალხმა ეკლესიაში დაიწყო სიარული, ყოველ მესამე ბავშვს პატრიარქი ნათლავს, კაცთმოყვარეობას ასწავლის, სიძულვილისა და ბოღმის ნაცვლად... ფანატიკოსებიც გაჩნდნენ, რომლებიც თანაბრად საშიშები არიან რელიგიაში, პოლიტიკაში, ყოფაში. ამათ, თავის მხრივ, კომუნისტური ლოზუნგების რესტავრაცია დაიპირისპირეს, "ძალიან" გავთავისუფლდით, ისე, რომ "საკუთარი არსებიდან მონა წვეთწვეთობით არ გამოგვიდევნია" და ლენინიც აქვე არ არის "ორი ნაბიჯით უკან", სადაც "რელიგია ოპიუმია ხალხისთვის", ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ოღონდ არა მაშინ, როცა ისეთი პატრიარქი გვყავს, როგორიც ილია II-ა.


მაგონდება, როგორ გავიცანი და მისი მინდიას კომპლექსი მენათესავა. ფილმის გადაღება უნდოდა საპატრიარქოს პატარა ბაღზე, სცენარის დაწერა მთხოვა და ისე ლაპარაკობდა ყოველ მცენარეზე, უცნაური ჩაფიქრებულობის ქვებზე, რომ ჩემი გული საბოლოოდ მოიგო, ან როგორ წაგვიყვანა სვანეთში სვეტლანა ქეცბა, მე და ლაშა თაბუკაშვილი. ელგუჯა ერთი წლის გარდაცვლილი იყო და ნაცნობები მეუბნებოდნენ, თვალები ჩაგიქრაო. ეს ხომ იგრძნო და კიდევ შეუძლებელიც იგრძნო, რომ სვანეთით შეპყრობილი ვიყავი, ავად ვიყავი ბავშვობიდან. ასეთ თანაგრძნობას ადამიანების მიმართ მე თანალმობას დავარქმევდი, ანუ თანატკივილს, თუმცა ეს სიტყვა ამოვარდა ჩვენი ლექსიკონიდან, არ ვიცი, მისი სიზუსტისა თუ უგზოუკვლობის გამო.


მახსოვს კონცერტი პარიზში, სადაც ილია II-ის მუსიკა სრულდებოდა, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული ქართველები, ფრანგები, წყნარი გამაერთიანებელი სიხარული და სულ ბოლოს "გიხაროდენის" პათეტიკაც, აუცილებელი, ჰიმნური. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კათოლიკური ნოტრდამის გვერდით ვდგავარ, თავზე გუმბათი მახურავს და ტვინის ალისფერი, ემოციებზე პასუხისმგებელი მონაკვეთიდან ჯვარი ამომდის. ჯვარი უნდა გეტკინოს კიდეც, ამიტომაცაა ალისფერი, ისიც უნდა გაგრძნობინოს, რომ ღმერთი შენთან არის და თუ ძალიან გაგიჭირდა, უწმინდესი და უნეტარესი ილია II შენი სახელითაც შესთხოვს "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!"




წყარო: http://www.kvirispalitra.ge/public/27962-roca-asethi-patriarqi-gvyavs.html


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016