reportiori.ge - რას ითხოვს სომხური ეკლესია საქართველოს ხელისუფლებისგან?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 21:07
საზოგადოება
რას ითხოვს სომხური ეკლესია საქართველოს ხელისუფლებისგან?
ავტორი:
07 იანვარი, 2016. 16:15


ძველ თბილისში გორგასლის მოედანთან მდებარე სუფ გევორქის სომხური ეკლესიის (მე-17 საუკუნემდე ციხის საყდარი) საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელს, ვაზგენ მირზახანიანს (რომელიც არ არის საქართველოში დაბადებული სომეხი) სურვილი აქვს გახსნას სასულიერო აკადემიის მსგავსი დაწესებულება.



ვაზგენ მირზახანიანი  ვაჰაგან ჩახალიანის განთავისუფლების საკითხზე აქტიურად მუშაობდა.   ჩახალიანი საზოგადოებაში მისი აქტივობით არის ცნობილი,

რომელიც მუდმივად მუშაობს ჯავახეთის საქართველოდან გამოყოფის საკითხზე.



სომხური ეკლესია უკვე დაუფარავად ითხოვს 442 ეკლესიის გადაცემას საქართველოს ხელისუფლებისგან და ეს მათივე ვებ გვერდზეა განცხადებული http://armenianchurch.ge/ka/eparqia


საგანგაშო და საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სომხური ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ სომხურ ეკლესიას სამხრეთ რუსეთის ეპისკოპოსის იურისდიქციის ქვეშ მიიჩნევს. ამ ყველაფრის ფონზე მიმდინარეობს აშკარა ზეწოლა გორგასლის მოედნის მაცხოვრებლებზე (ზოგიერთი ქართველი ჩინოსნების დახმარებით),  ფართების სომხური ეკლესიისათვის დათმობის მიზნით. 


მთავარი მოქმედი პირი  და დამფინანსებელი არის რუსეთში მცხოვრები ოლიგარქი რუსული „ტროიკა დიალოგის" მესაკუთრე რუბენ ვარდანიანი  ვაზგენ მირზახანიანი და  ზაზა ვაშაყმაძე. http://armenianchurch.ge/ka/siakhleebi/34-news/929-vardanyan



რუბენ ვარდანიანი კრემლთან დაახლოებული პირია იგი 1995-1997 წლებში გაზეთ „იზვესტიას" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.  2002-2004 წლებში „როსგოსსტრახის" გენერალური დირექტორი, 2007-2009  წლებში რუსეთის ფედერაცისს პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს წევრი დემოგრაფიული პოლიტიკისა და პრიორიტეტული ნაციონალური პროექტების საკითხებში.



2014 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ე.ნარიშკინის მრჩეველი, ფონდ „სომხეთის განვითარების ინიციატივების" დამფუძნებელი. 



2014 წელს რუსეთის ფედერაციის მთვარობის თავმჯდომარემ  მედვედევმა თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის საჯარო მადლობა გამოუცხადა.


სამწუხაროდ რუსული „ტროიკა" ისევ წყვეტს საქართველოს მოქალაქეების ბედს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016