ანალიტიკოსი სიმონ კილაძე ილიაუნის ყოფილი რექტორის - გიგი თევზაძის შობის დღესთან დაკავშირებულ კომენტარს ამგვარად აფასებს:
„ერთ-ერთი კოსმოპოლიტი და ეროვნებადაკარგული, მაგრამ ქართულად მოლაპარაკე არსება მიიჩნევს, რომ ქრისტეშობის აღნიშვნა ოკუპანტების მხარდაჭერა არისო. ეს ის შემთხვევაა, როცა გადაჭარბებული ევროპელ-"ნაციონალობა" გონების არევ-დარევას იწვევს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპთან ერთად მომიწია მუშაობა პარლამენტის კვლევით სამსახურში 1990-იანი წლების მეორე ნახევარში", - წერს კილაძე.
ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის აზრით, დღეს შობის აღნიშვნა ოკუპანტის მხარდაჭერის ტოლფასია. მისი თქმით, ეს დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია:
„არ გეწყინოთ, მაგრამ დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ", - წერს თევზაძე სოციალურ ქსელში.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა