reportiori.ge - კახა კალაძე: ელექტროენერგიის გარეშე ცაგერში 80 და ამბროლაურში 12 აბონენტი რჩება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 21:28
საზოგადოება
კახა კალაძე: ელექტროენერგიის გარეშე ცაგერში 80 და ამბროლაურში 12 აბონენტი რჩება
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 10:51



ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ელექტროსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.


კალაძემ „ენერგო პრო ჯორჯიას" ყველა იმ თანამშრომელს, „ვინც ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა" მადლობა გადაუხადა.


დიდთოვლობის გამო გარკვეული პრობლემები იყო, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ხარვეზები გვქონდა. ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებულია. სრულიად აღმოფხვრილია. ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 80 აბონენტი გვრჩება. ეს არის ცაგერის რაიონში არსებული სოფლები, სადაც ასევე გარკვეული პრობლემებია გზებთან დაკავშირებით. დიდთოვლობამ გზა, ფაქტობრივად, წაიღო. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და როგორც კი სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდება, ჩვენ ამ 80 აბონენტს აუცილებლად გავანულებთ. ასევე ამბროლაურშია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 12 აბონენტი. ამ მომენტისთვის სხვა პრობლემები არ არის. გვქონდა გარკვეული შეფერხება მაღალ ძაბვაზე, კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, თუმცა ეს პრობლემაც დღეს უკვე მოგვარებულია", - განაცხადა კახა კალაძემ.



მოამზადა ნათია ცუხიშვილმა 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016