ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ელექტროსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
კალაძემ „ენერგო პრო ჯორჯიას" ყველა იმ თანამშრომელს, „ვინც ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა" მადლობა გადაუხადა.
„დიდთოვლობის გამო გარკვეული პრობლემები იყო, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით ხარვეზები გვქონდა. ეს იყო აჭარის რეგიონი, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი. სტიქიის შედეგები მაღალ ძაბვაზე უკვე ლიკვიდირებულია. სრულიად აღმოფხვრილია. ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 80 აბონენტი გვრჩება. ეს არის ცაგერის რაიონში არსებული სოფლები, სადაც ასევე გარკვეული პრობლემებია გზებთან დაკავშირებით. დიდთოვლობამ გზა, ფაქტობრივად, წაიღო. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და როგორც კი სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდება, ჩვენ ამ 80 აბონენტს აუცილებლად გავანულებთ. ასევე ამბროლაურშია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 12 აბონენტი. ამ მომენტისთვის სხვა პრობლემები არ არის. გვქონდა გარკვეული შეფერხება მაღალ ძაბვაზე, კავკასიონზე, საიდანაც ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, თუმცა ეს პრობლემაც დღეს უკვე მოგვარებულია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა