ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს წარწერით:
„ეს ფოტო ალბათ ათასჯერ დამიდია, მამა, მე და და ჩემი ბავშვობის მეგობარი - პავლიკ მერ (პაშა) მერჟანოვი... და გუშინ 30 წლის უნახავი მეგობარი თბილისში ჩამოვიდა, დავსეირნობდით თბილისის ქუჩებში და უბედნიერეს ბავშვობას ვიხსენებდით...
...გულრიფშში ფეხშიშველები დავრბოდით, ზღვაში ვდგაფუნობდით, ყირაზე გადავდიოდით, ხეებზე ფეხით ვეკიდებოდით, ხიჭვები გვესობოდა, ლეკვს ვუვლიდით, კარლო კალაძის და ვანოთარბას თხილს ვპარავდით, მაყვალს ვკრეფდით... მთელი ქვეყანა ჩვენი გვეგონა... მერე ორივეს წაგვართვეს ჩვენი სამოთხე და ვცხოვრობთ ახლა ასე უბედნიერესი ბავშვობის მოგონებებით. რაც მთავარია ჩვენი მშობლების დათესილი მეგობრობა და სიყვარული აქამდე გამოგვყვა საგზლად!!!", - წერს დუმბაძე სოციალურ ქსელში.