პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდზე წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდსი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეს ჩვენთვის წერს და თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის, სამწუხაროდ.
„ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?
სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: „დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
_ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.
_ რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?
_ არა, პირიქით.
_ ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?
_ ვფიქრობ, არა.
_ „თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!" _ უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.
დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს - ჩვენი პატრიარქი საშობაო ეპისტოლეს ჩვენთვის წერს და თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის, სამწუხაროდ." - წერს მანანა კობახიძე „facebook"-ზე.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა