reportiori.ge - მანანა კობახიძე: პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 21:25
საზოგადოება
მანანა კობახიძე: პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 12:10



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელ facebook"-გვერდზე წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდსი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეს ჩვენთვის წერს და თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის, სამწუხაროდ.


 

 

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?

სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

_ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.

_ რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?

_ არა, პირიქით.

_ ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?

_ ვფიქრობ, არა.

_თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!" _ უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.

 

დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.

 

ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს - ჩვენი პატრიარქი საშობაო ეპისტოლეს ჩვენთვის წერს და თუ შევისმენთ, ცხოვრება აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც არის, სამწუხაროდ." - წერს მანანა კობახიძე facebook"-ზე.

 

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016