reportiori.ge - „მიშელი და მე მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბედნიერ შობას გილოცავთ“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:29
მსოფლიო
„მიშელი და მე მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბედნიერ შობას გილოცავთ“
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 13:19



აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მისი და მეუღლის სახელით, ამერიკელ და მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობა მიულოცა. ობამას განცხადება თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა:


„მიშელი და მე შეერთებულ შტატებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბედნიერ შობას გილოცავთ.

 

ამ ამაღლებულ დღეს ვზეიმობთ იესო ქრისტეს დაბადებას და ვლოცულობთ მშვიდობისთვის დედამიწაზე.

 

შობა გვანიჭებს განსაკუთრებულ საშუალებას, პატივი მივაგოთ ამერიკელი მართლმადიდებელი ლიდერების ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, აგრეთვე ხაზი გავუსვათ ჩვენ ვალდებულებას, რომ დავიცავთ რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის, ქრისტიან უმცირესობებს, რომლებიც ხშირად განიცდიან ძალადობასა და დევნას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

 

ყოველ დღე ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იტანჯებიან თავდასხმებისა და დისკრიმინაციისაგან, რადგან გვჯერა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ყოველი ადამიანისათვის დაბადებიდან მინიჭებული უფლებაა და ის სამართლიანი საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია.

 

ვუერთდებით ჩვენი მართლმადიდებელი ძმებისა და დების სიხარულს და მათ იმედით აღსავსე ლოცვას მშვიდობისა და სამართლიანობისათვის მთელ მსოფლიოში", - ნათქვამია ობამას მილოცვის ტექსტში.

 






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016