reportiori.ge - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი დაიკეტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:06
საზოგადოება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი დაიკეტა
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 14:04



ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ტრანსკავკასიური მაგისტრალი სპეციალურ განკარგულებამდე დაიკეტა.


რუსული მედიის ცნობით, გადაადგილება მაგისტრალზე დღეიდან აიკრძალა.


რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარე დასახლებულ პუნქტ ბურონსა და როკის გვირაბის ჩრდილო პორტალს შორის მაგისტრალზე, ორივე მიმართულებით.



სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, ღამის განმავლობაში რამდენიმე ზვავი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზეც ჩამოწვა. ძლიერი თოვა კვლავ გრძელდება.


ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აკავშირებს. მაგისტრალის სიგრძე 164 კილომეტრს აღწევს.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016