reportiori.ge - რუსული ტელეკომპანია СТС-ის ჟურნალისტებმა საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:18
საზოგადოება
რუსული ტელეკომპანია СТС-ის ჟურნალისტებმა საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადეს
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 14:20



რუსეთის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული ტელეკომპანია СТС-ის ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემა მოამზადეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ტელეკომპანიის გადაცემა Руссо Туристо-ს გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები მოინახულეს. ჟურნალისტებმა თბილისის, გუდაურის, სტეფანწმინდის, მცხეთისა და ყვარლის ღირსშესანიშნაობები გადაიღეს.


ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ნარიყალა. ერთ-ერთი მათგანი ქართულ ანსამბლ "რუსთავის" რეპეტიციას დაესწრო, სადაც ქართული ფორმა ჩაიცვა და რამოდენიმე ილეთი ისწავლა.


"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქართული ცეკვის სწავლა იოლია, ცდება" - ამბობს ჟურნალისტი.


ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ხინკლის გასინჯვა გადაწყვიტა:


"ერთადერთი, რაც ხინკლის შესახებ ვიცი, ეს ისაა, რომ ხინკალი გიგანტური პელმენია", - ამბობს ჟურნალისტი.


 მან აგრეთვე მოინახულა ყვარელი, სადაც ჩურჩხელას ამოვლება და შოთის ჩაკვრა ისწავლა.



 



წყარო: Ipress.ge




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016