reportiori.ge - ''რესტორნები მრავალშვილიანი ოჯახების გადასარჩენად'' - ''პოზიცია'' ახალ პროექტს იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:10
საზოგადოება
''რესტორნები მრავალშვილიანი ოჯახების გადასარჩენად'' - ''პოზიცია'' ახალ პროექტს იწყებს
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 15:13



არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია" ახალ, ერთწლიან პროექტს იწყებს. „რესტორნები მრავალშვილიანი ოჯახების გადასარჩენად", - ამ სახელწოდებით „პოზიცია" თბილისში, 12 დიდ რესტორანთან თანამშრომლობის საფუძველზე, 12 თვის განმავლობაში 12 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახისთვის საკვებით უზრუნველყოფის ორგანიზებას მოახდენს.


პროექტის მიხედვით, თითო რესტორანი თითო ოჯახს მზრუნველობას 1 წლის მანძილზე გაუწევს და აიღებს ვალდებულებას, მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოჯახი კვირაში სულ მცირე 2-ჯერ, მთელი კვირის განმავლობაში საკმარისი, მზა საკვებით უზრუნველყოს.


„პოზიციაში" მიაჩნიათ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა სერიოზული დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დგას და, გაეროს მონაცემებით, თუ შობადობის პროცენტული მაჩვენებელი არ გაიზარდა, 2050 წლისთვის შესაძლოა, საქართველო მომაკვდავი ერების რიცხვში აღმოჩნდეს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაწეული მსგავსი დახმარება არა მხოლოდ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს გადაარჩენს, არამედ სხვა ოჯახებსაც მისცემს იმის სტიმულს, რომ მეტი შვილი იყოლიონ. მით უფრო, თუკი ამ იდეას, რესტორნების გარდა, მომავალში კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან და თავიანთ წვლილს გაიღებენ მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად.


 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016