reportiori.ge - თავდაცვის მინისტრმა ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:12
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 16:03



საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ამერიკული ჯილდო, ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა. I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ს პრეზიდენტმა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის დაჯილდოვდა.


თინათინ ხიდაშელმა ამერიკული ჯილდო ყულჯანიშვილის ოჯახს რუსთავში, I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანიშვილის სასაფლაოზე გადასცა. თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული სამხედროს დედას, სიმბოლურად, აშშ-ში აღმართული, აშშ-ის არმიის 101-ე დივიზიის III ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მემორიალის ის ფოტოც გადასცა, სადაც ქართველი მებრძოლის ვასილ ყულჯანიშვილის გვარი და სახელია ამოტვიფრული.


„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან, მაგრამ ძალიან მნშვნელოვანია, როდესაც მათი ასე აფასებენ. ვასილ ყულჯანიშვილი არის პირველი ქართველი სამხედრო, ვისი სახელობის მემორიალიც გაიხსნა ამერიკაში, იმ ბაზაზე, რომლის სარდლობის ქვეშაც მსახურობს ქართული ჯარი ავღანეთის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე. ამერიკის პრეზიდენტმა პირადად გამოგზავნა ვარსკვლავი, რომელიც ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემათ ხოლმე სამხედრო მოსამსახურეებს, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვისაც და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩვენ ასლიც გვაქვს ამ მედლის, რომელსაც თავდაცვის სამინისტროში განვათავსებთ ყველა მომავალი სამხედრო მოსამსახურისა და მათი ოჯახებისთვის. იმედია, დანაკარგები არ გვექნება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობაც აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლებას ყოველი ამ ახალგაზრდის და და მათი ოჯახის წევრების მიმართ", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.


დღესვე IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა მამა გაბრიელმა დაღუპული ჯარისკაცის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და რუსთავის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


21 წლის რუსთაველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში მსახურობდა. I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესრულების დროს, სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 22 სექტემბერს დაიღუპა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016