ბევრი უცხოელი მოგზაური და მწერალი ქართველებისა და ჩერქეზების სილამაზის შესახებ წერს. აღნიშნული თემა არაერთხელ გამხდარა უცხოური (განსაკუთრებით კავკასიური და რუსული) ვებგვერდების განხილვის საგანი.
1) ოლეგ პანფილოვი - "წერილი საქართველოდან"
...არასოდეს მინახავს საქართველოში ულამაზო ბავშვი და ყოველთვის მიკვირს, რატომ? ამბობენ რომ ისინი სიყვარულით იბადებიან! არ იგულისხმება თავად მუცლადყოფნის პროცესი, ლაპარაკია იმ სიყვარულზე, რასაც მშობლები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ... ცისფერთვალება ანგელოზები, შავთვალა ცელქი პატარები საქართველოს სიამაყეები არიან... მათ მიმართ ყოველთვის დიდ სიყვარულს იჩენენ!
2) ჯონ დოს პასოსი : საქართველო საუკეთესო ღვინისა და მსოფლიოში ულამაზესი ქალების სამშობლოა!
3) ემანუელ კანტი (1724-1804): ყველა ევროპელი მოგზაური, ვინც ერთხელ მაინც სტუმრობდა საქართველოს, განსაკუთრებულად აღნიშნავდა ქართველი ქალების მომაჯადოებელ სილამაზესა და შარმს! ამ აზრს იზიარებდნენ ასევე თურქები, არაბები და ირანელები,რომლებიც ყოველთვის აღიარებდნენ,რომ მათი ერი ქართული სისხლით იყო გაჟღენთილი და სწორედ ამის წყალობით ყავდათ ლამაზი ქალები!
4) ფრიდრიხ ბოდენსტადტსი (1819-1892): ქართველები მიეკუთვნებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ერს! საქართველოში ნებიემიერ ადგილას,ნებისმიერ დროს ყოველთვის თვალში საცემია მაღალი,მხარბეჭიანი მამაკაცები და ქალების დახვეწილი, კეთილშობილი სახეები დიდი ულამაზესი თვალებით!
5) ჯოსეფ ბარბარო XV საუკუნის იტალიალი მოგზაური: ქართველები ულამაზესი შესახედაობის და დახვეწილი გარეგნობის ერია!
6)კიდევ ერთი იტალიელი მოგზაური ჟუზეპე გიუდისი : საქართველოს ქალს ვახასიათებ, როგორც ექსტრემალურად ულამაზესს მთელს მსოფლიოში, აქ ადამიანს ყველაზე მეტი მოთმინება სჭირდება, რათა მათი სილამაზის გამო ცდუნება და კონტროლის დაკარგვა ძალიან ადვილია!
7) უილიამ რიპლი , რასების ყველაზე ცნობილი ექსპერტი ხალხის იდეალურ რასად და მის წარმომადგენლებად ქართველებს მიიჩნევს!
8) იოჰან ვინკელმანი, გერმანელი არქეოლოგი: იშვიათად მოიძებნება ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ამდენი ლამაზი და კარგი შესახედაობის ხალხი ცხოვრობს, მაგრამ საქმე იმაშია,რომ მათთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ სჩვევიათ საკუთარ სილამაზეზე ხმამაღლა საუბარი!
9) ჯინ შარდენი: ქართველ ქალებს განსაკუთრებულს ხდის მათი სილამაზე და აზროვნება, ასეთებს იშვიათად თუ შეხვდებით სხვაგან. ერთი შეხედვა და მათი დამატყვევებელი მზერა არასოდეს დაავიწყდება თქვენს თვალს და არ არის გამორიცხული მთელი ცხოვრება ვერ ამოიგდოთ ის გულიდან! იშვიათად ნახავთ სადმე მათ მსგავსს. ქართველი ქალები არიან მაღლები, სუსტები, საოცრად მოხდენილები და დახვეწილები, ზრდილობიანები და ჰუმანურები, ამავე დროს ძალიან საიმედოები და ერთგულები!
10) იოჰან გოტფრიდ ჰერდერი (1744-1803): ყველაზე ლამაზები ქართველი ქალები არიან, ქართველი მამაკაცები კი ყველაზე უშიშრები და გაბედულები. მათი სულები სავსეა პატრიოტიზმიტა და ქრისტიანობის სიყვარულით!
11) ემილია მეილს ზარენბა (პოლონელი ფოტოგრაფი): მე გადავუღე სურათი ერთერთ ქართველ გოგონას მცხეთაში, ის სხვა ქართული სილამაზეების წარმომადგენლებთან ერთად იდგა სვეტიცხოველთან და მეგობრის ჯვრისწერის ცერემონიას ელოდებოდა. აღვნიშნავ, რომ ქართველი ქალების სილამაზე ზღვარს სცილდება, მათ იციან საკუთარი თავის მოვლა და ლამაზად ჩაცმა, რაც მთავარია უმეტესობა მათგანი საკმაოდ განათლებულია. ეს არის ქვეყანა არა მარტო ულამაზესი ხალხით, არამედ ულამაზესი ბუნებითა და უმდიდრესი წარსულით.
12) იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი (1752-1840) კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მხედველობაში მაქვს საქართველო!
13) ბარონ დე ბაილე: ქართველები ულამაზესები არიან, მაგრამ მხოლოდ სილამაზე როდია მათი დამახასიათებელი თვისება, ისინი უზომოდ სტუმართმოყვარეები არიან, მათი გულები სავსეა სიკეთით, ვაჟკაცობით,პატიოსნებით....
14) ალბერტო ტომბა, ცნობილი მოთხილამურე, როგორც კი ჩამოვიდა საქართველოში, პირველ რიგში ქართველი ქალების სილამაზეს გაუსვა ხაზი: საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და სამწუხაროდ ცოტა რამ ვიცი თქვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც ულამაზესი ქალბატონები გყავთ!
15) იური მეჩითოვი, ცნობილი ფოტოგრაფი: მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მსოფლიოში ყველა ქალის სილამაზე ერთად რომ აიღოთ, ქართველ ქალზე უკეთესი მაინც არ გამოვა!.. ყველაზე უშნო ქალები გერმანიასა და საფრანგეთში ცხოვრობენ, რადგან შუა საუკუნეებში ამ ქვეყნებში ურწმუნოებმა ყველა ლამაზი ქალი კოცონზე დაწვეს, იმიტომ, რომ სილამაზეს ეშმაკეულად თვლიდნენ! რაც შეეხება მამაკაცებს, ყველაზე ლამაზი მამაკაცები ესპანელებს ყავთ!