შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლანდიელი მხატვრის, ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული პირები თურქეთის მოქალაქეები არიან.
ამის შესახებ შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"ამ დროისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაკავებულია ეთნიკურად თურქი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. თურქეთში შს სამინისტროს ატაშეს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე როგორც დაკავებული პირების ისე ნივთმტკიცებების საქართველოსთან კავშირი არ ვლინდება", - აცხადებენ შსს-ში.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში სავარაუდოდ, რუსეთიდან შეიტანეს, რუსეთში კი ევროპიდან.