საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ წერს:
„ჩვენს ქვეყანაში ვერაფრით იშოვი ე.წ. მარგანცოვკას, ნარკომანების შიშით აკრძალულია, მათ გამო ეს უნიკალური საშუალება არ იშოვება და მისი შემცვლელიც არ არსებობს.
ჩვენს ქვეყანში ვერ იშოვი კოდეინის შემცველ პრეპარატებს (ისევ ნარკომანების მომიზეზებით) სასუნთქი გზების სამკურნალოდ, რის გამოც ჩემნაირი ასთმიანები იჩაგრებიან და იმ დროს, როდესაც კოდეინის შემცვლელი პრეპარატი მიშველიდა რამდენიმე დღეში, მე სამი თვეა ვიგუდები, დავხარჯე ასეულობით ლარი წამლებზე და მაინც უმძიმესი მდგომარეობა მაქვს.
ჩვენს ქვეყანაში წამლების დიდ ნაწილს აქტიური ნივთირებები თითქმის არ აქვს და გინდათ, დაგილევიათ წამალი და გინდათ არა, სამედიცინო შედეგი არ აქვს.
ჩვენს ქვეყანასი სამედიცინო ხარჯები არის არანორმალური - შედეგები უმცირესი, ექიმები არიან კაპიკებზე, იმასაც უგვიანებენ, პაციენტები კი იწეწებიან ხარჯებში, ასეთ ურთიერთ განსხვავებულობა მხოლოდ არასწორი ჯანდაცვის სისტემის შედეგია,.
კლინიკების უმრავლესობა, ექიმების ნაწილის დამოკიდებულება, განსაკუთრებით კლინიკების ადმინისტრაციისა და დაქირავებული თანამშრომლების უმრავლესობა, უბრალოდ, კრიტიკას ვერ უძლებს.
სადაზღვევო კომპანიები თავნებობენ ტარიფებში, ღირებულება ძვირდება და სახელმწიფო საერთოდ არ ერთვება მომხმარებლის - ბენეფიციარების ინტერესების დაცვაში.
რეცეპტების სისტემამ პრაქტიკულად არ იმუშავა, მხოლოდ ჩვენი პრობლემა გახდა დამატებითი ხარჯები თუ გარემოებები...
და ამ თუ სხვა უამრავი პრობლემის ფონზე, გვეუბნებიან რომ ჯანდაცვის სამინისტრო კარგად მუშაობს...
არა, ბატონებო, მე, პირადად, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამინისტროს შეფასებიდან ყველაზე ნაკლებ ქულას დავუწერდი."- აღნიშნავს გამზარდია.