საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. პაატა ბურჭულაძემ მოწვეულ სტუმრებს, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ორგანიზაციის ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
„საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ეთნიკური უმცირესობების ეფექტური ჩართვა ქვეყნის განვითრების პროცესში, მრავალი წელია ვერ მოახერხა.
საქართველოს განვითარების ფონდი მზად არის, რომ დაინტერესებული საზოგადოებას ფონდის საქმიანობაში და ორგანიზაციის თემატურ ჯგუფებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს" - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. დისკუსიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეთნიკური უმცირესობები ფონდის თემატური ჯგუფების საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.