reportiori.ge - მოძრაობა მლეთა-კობის მონაკვეთზე ამ დრომდე პარალიზებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:14
საზოგადოება
მოძრაობა მლეთა-კობის მონაკვეთზე ამ დრომდე პარალიზებულია
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 00:42



ბოლო 15 საათია მლეთა-კობის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა. ათობით ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები გზის გახსნას მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ. მინუს 10 გრადუსიან ყინვაში ლოდინი უწევდათ მცირეწლოვან ბავშვებსაც.


ჯვრის უღელტეხილის გახსნას ელოდებიან იმ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებიც, რომლებიც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიემგზავრებიან. ისინი ამბობენ, რომ საწვავის დეფიციტის გამო თბილისში დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებენ.

 

გუდაურში ჩარჩენილები არიან ტურისტებიც, ისინი უამინდობის გამო თბილისში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ.


100- მდე მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსია გაჩერებული ანანურთანაც. მგზავრებს ბავშვებთან ერთად ღამის გათენება სავარაუდოდ ტრანსპორტში მოუწევთ.


მლეთა - გუდაურის გზაზე დღის განმავლობაში ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა. შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობა უკვე დაიწყო სპეციალურმა ტექნიკამ, თუმცა როდის დასრულდება 26 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები უცნობია.


სინოპტიკოსები კი ხვალ მთაში კვლავ თოვლს ვარაუდობენ.


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016