„მე და ირაკლი საახალწლო ეიფორიაშიც ვერ ვივიწყებთ რეალობას" - განაცხადა ნუნუკა თამაზაშვილმა "STEP"-თვის მიცემულ ინტერვიუში.
"ბავშვებს სჯერათ რომ ახალ წელს მათი სურვილები ახდება. ეს განწყობა გადამდებია. მათთან ერთად მეც ვნატრობ, ყველა ჩემი ახლობლის, მეგობრისა თუ ოჯახის წევრის წევრის ბედნიერებას და რომ დამდეგი წელი ყველასთვის სიკეთის მომტანი იყო. თუმცა მე და ირაკლი ამ საახალწლო ეიფორიაშიც ვერ ვივიწყებთ რეალობას, ამ დროს კიდევ უფრ მძაფრდება სევდა იმ ადამიანთა გამო, ვისაც უჭირს. ირაკლის ბოლო წლების საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანების ბედი, მათი საწუხარი, კიდევ უფრო გავითავისე. ამ სიტუაციის უკეთეობისკენ შეცვლა ირაკლის მთავარი სამუშაო და გამოწვევაა.
სულ უფრო მეტს ვფიქრობ რომ მეც, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგე მათ, ვისაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად სჭირდება. რამდენიმე კვირის წინ, ანდრიამ, ნიკოლოზმა და მე გადავწყვიტეთ, სოლიდარობის ფონდის ბავშვებისთვის პატარა საჩუქრები გაგვეკეთებინა. ღმერთმა ყველას აშოროს ტკივილი, განსაკუთრებით ბავშვებს".