reportiori.ge - გიორგი ფოფხაძე: გთხოვთ თქვენს იდეებს ნუ მოგვახვევთ თავზე, როგორც აპრიორ სიმართლეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:55
საზოგადოება
გიორგი ფოფხაძე: გთხოვთ თქვენს იდეებს ნუ მოგვახვევთ თავზე, როგორც აპრიორ სიმართლეს!
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 01:47


ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე  საზოგადოებას მოუწოდებს სხვის რელიგიურ მრწამსს შეურცჰყოფას ნუ მიაყენებენ და ცივილიზებული ფორმებით გამოხატონ საკუთარი მოსაზრება.


 „კი არ მინდა ხოლმე ჩავერიო რაღაც ფსიქოზამდე მისულ პოლემიკაში და ვიღაცეების ისტერიულ კივილში მაგრამ, იცით რაშია საქმე, მე ნამდვილად არა ვარ დიდი, დიდი მორწმუნე თუმცა ჩემს სარწმუნოებას ნამდვილად პატივს ვცემ, ისევე როგორც სხვა სარწმუნოებას და აღმსარებლობას და რა მაინტერესებს იცით? როდესაც საფრანგეთის პირველი არხი TF1 თხუთმეტწუთიან რეპორტაჟს უძღვნის მართლმადიდებლურ შობას და პირდაპირ ჩართვასაც აკეთებს ბეთლეემიდან.. როდესაც 7 იანვარს სკოლაში მისულ ჩემს შვილებს მასწავლებლები შოკოლადებით სავსე პატარა კალათით ხვდებიან და ეუბნებიან რომ, მათ შეუძლიათ დღეს სკოლაში არ მოვიდნენ და დაისვენონ რადგან ეს არის მათი დიდი რელიგიური დღესასწაული.. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და მართლმადიდებლურ სამყაროს მოსალოც მიმართვას უგზავნის.. თქვენ რამ გადაგრიათ თქვე კაი ხალხო, დავუშვათ და არ მოგწონთ მართლმადიდებლური რწმენა, დავუშვათ და ათეისტები ხართ მაგრამ, ის ხომ უნდა იცოდეთ სხვისი რელიგიური რწმენის შეურაცხყოფა და ხელყოფის დაუშვებლობა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ერთ ერთი მთავარი პუნქტია? ზუსტად იმ დეკლარაციის როცა თქვენ გჭირდებათ ასე ამაყად რომ გვიფრიალებთ ხოლმე ცხვირწინ? ელემენტარულად მართლა სხვისი რწმენის დაფასება ისწავლეთ ძალიან გთხოვთ და თქვენს იდეებს ნუ მოგვახვევთ თავზე როგორ აპრიორ სიმართლეს (ესეც ადამიანის უფლებათა დეკლარაციითაა აკრძალული სხვათაშორის )

 

სულ ეს მინდოდა მეთქვა.."- წერს გიორგი ფოფხაძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016