reportiori.ge - ნუნუკა თამაზაშვილი: ეს ეპიზოდი დღეს განსაკუთრებით ემოციურად მახსენდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:28
საზოგადოება
ნუნუკა თამაზაშვილი: ეს ეპიზოდი დღეს განსაკუთრებით ემოციურად მახსენდება
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 01:48


ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ნუნუკა თამაზაშვილს ინტერვიუები არ უყვარს, იგი სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული, ხშირად ჩნდება მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე, მაგრამ კომენტარისგან ყოველთვის თავს იკავებდა.


ნუნუკა თამაზაშვილმა რამდენიმე კვირის წინ, ინტერვიუ  გამოცემა "STEP"-ს მისცა, სადაც მისი ოჯახის საახალწლო ტრადიციებზე და საზრუნავზე ისაუბრა.


- ირაკლის სკოლიდან ვიცნობ, 2003 წელს დავქორწინდით, მე ოცი წლის ვიყავი, ირაკლი 21-ის. ისე მოხდა, რომ პირველ ახალ წელს მე და ირაკლი ერთად ვერ შევხვდით - ირაკლი ამ დროს პარიზში სწავლობდა, მე კი მასთან ერთად წასასვლელად ვიზის აღება ვერ შევძელი. ეს ეპიზოდი დღეს განსაკუთრებით ემოციურად მახსენდება, მიხარია, რომ მისი და მისი თანამოაზრეების დიდი შრომის შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს, მსგავსი პრობლემები აღარც კი გაახსენდებათ. საახალწლოდ ამაზე კარგ საჩუქარს ვერც კი ვისურვებდი...


საახალწლო სამზადისი ოჯახში ერთი კვირით ადრე იწყება. ეს დრო ყველას გვიყვარს, ამიტომ სიამოვნებით ვერთვებით პროცესში. როგორც წესი ნაძვის ხის მორთვით ვიწყებთ და მთელ სახლს ბავშვების მიერ გაკეთებული სათამაშოებით ვაწყობთ. მათ წლიდან წლამდე ვინახავთ და ვუფრთხლდებით. ანდრიას განსაკუთრებით უყვარს თავისი ხელნაკეთი გაფორმებები. ახალ წელს ტრადიციულად ვხვდებით სახლში, მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით და ბავშვების ნათლობის სანლებს ვანთებთ. ველოდებით 12 საათს. ამ დროს კარზე ზარი ირეკება, ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტია, იციან რომ თოვლი ბაბუამ საჩუქრები მოუტანა. ჩემგან და ირაკლისგან განსხვავებით, ჩვენი მშობლები შვილიშვილებს ანებივრებენ, ახალ წელს მათ ამას ვერ ვუშლი, ამიტომ ბავშვების სიხარულს საზღვარი არ აქვს.


ბავშვებს სჯერათ რომ ახალ წელს მათი სურვილები ახდება. ეს განწყობა გადამდებია. მათთან ერთად მეც ვნატრობ, ყველა ჩემი ახლობლის, მეგობრისა თუ ოჯახის წევრის წევრის ბედნიერებას, და რომ დამდეგი წელი ყველასთვის სიკეთის მომტანი იყო. თუმცა მე და ირაკლი ამ საახალწლო ეიფორიაშიც ვერ ვივიწყებთ რეალობას, ამ დროს კიდევ უფრ მძაფრდება სევდა იმ ადამიანთა გამო, ვისაც უჭირს. ირაკლის ბოლო წლების საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანების ბედი, მათი საწუხარი, კიდევ უფრო გავითავისე. ამ სიტუაციის უკეთეობისკენ შეცვლა ირაკლის მთავარი სამუშაო და გამოწვევაა.


სულ უფრო მეტს ვფიქრობ რომ მეც, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდით დავუდგე მათ, ვისაც ჩვენი ზრუნვა განსაკუთრებულად სჭირდება. რამდენიმე კვირის წინ, ანდრიამ, ნიკოლოზმა და მე გადავწყვიტეთ, სოლიდარობის ფონდის ბავშვებისთვის პატარა საჩუქრები  გაგვეკეთებინა.  ღმერთმა ყველას აშოროს ტკივილი, განსაკუთრებით ბავშვებს.


როგორც ინტერვიუში ნუნუკა თამაზაშვილი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი პირველ და ორ იანვარს ოჯახთან ატარებს.


- პირველ და ორ იანვარს ირაკლი სახლშია. ძირითად დროს ბავშვებს უთმობს. ეთამაშება, ესაუბრება, ისმენს მათ პატარა საიდუმლოებს. ბედობაზე უკვე ჩვენი დედმამიშვილები შემოგვემატებიან, ირაკლის და, თეა, ჩემი ძმა -ლექსო, დები - ნათია, თავისი ოჯახით და ჯერ კიდევ სტუდენტი მარიამი. ალბათ ეჭვიც არ გეპარებათ, რომ ამ დიდი ოჯახის ხუთი პატარა წევრი თავდაყირა დააყენებს ყველაფერს.



წყარო 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016