reportiori.ge - „მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:36
საზოგადოება
„მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 12:08


ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ, ჯერ კიდევ, შემოდგომით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვება დაანონსა  და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს. ამისთვის კი, აუცილებელია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება.

 

"მედიკამენტების ხარისხის კონტროლი იზრდება" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. დავით სერგეენკოს  თქმით,  "სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. მისივე თქმით,   პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.


ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა. თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



აღნიშნულ პროგრამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამოეხმაურა:


ეს არის მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ზოგადად, ბატონ სერგეენკოს აქვს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების ძალიან სისტემური ხედვა. ვფიქრობ, რომ ამ ინიციატივას ყველანი გვერდით უნდა დავუდგეთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ,  მომხმარებელი იყოს დაწრმუნებული და გარანტირებული, რომ ყიდულობს მაღალი ხარისხის მედიკამენტს და ჰქონდეს იმედი, რომ მკურნალობის შედეგი იქნება ადეკვატური", - ამბობს ჩაფიძე.

 

 

მსოფლიო მასშტაბით პაციენტების 90 პროცენტი  ინდური ჯენერიკის მომხმარებელია. რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის?  რით განსხვავდება ის ბრენდისგან  და მისი მოხმარების საკითხს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ, უცნობია. ექსპერტები და სპეციალისტები  აღნიშნულ ფაქტს ინფორმაცულობის დაბალ დონეს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ  ექიმმა კარგად უნდა აუხსნას პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა.   განმარტავენ, რომ  ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016