reportiori.ge - ბაკურ სვანიძე: სიტყვა "საბჭოთა" რომ არ არსებობდეს რა ეშველებოდა ამდენ უნიჭოს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:33
საზოგადოება
ბაკურ სვანიძე: სიტყვა "საბჭოთა" რომ არ არსებობდეს რა ეშველებოდა ამდენ უნიჭოს?
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 12:46


„სიტყვა "საბჭოთა" რომ არ არსებობდეს რა ეშველებოდა ამდენ უნიჭო ჩლუნგს? ყველაფერს, რასაც არგუმენტირებულად ვერანაირად ვერ უპირისპირდებიან, იმ წამს "საბჭოთა აზროვნებას" აბრალებენ!", - ამ კომენტარს იუმორისტი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:


„ვახ, რა სასაცილოობას მოვესწარი ტო!

ლაშა ბუღაძე ზის და გვასწავლის ლექსის აღქმას! ანუ, თურმე ჩვენ ვინცხეის "პიეტა" იმიტომ "ვერ აღვიქვით", რომ "საბჭოთა" აზროვნება გვაქვს! თორემ "საბჭოთა" აზროვნება რომ არ გვქონდეს, ამ "პიეტას" პირდაპირ "ვეფხისტყაოსნის" გვერდით დავაყენებდით!

 

ისე, სიტყვა "საბჭოთა" რომ არ არსებობდეს რა ეშველებოდა ამდენ უნიჭო ჩლუნგს? ყველაფერს, რასაც არგუმენტირებულად ვერანაირად ვერ უპირისპირდებიან, იმ წამს "საბჭოთა აზროვნებას" აბრალებენ!

უმარტივესი გამოსავალია, ძმაო! ვინმემ გითხრა რომ რეგვენი ხარ? რა პრობლემაა - მას ხომ "საბჭოთა აზროვნება" აქვს და შენს "დიად" შემოქმედებას ვერ აღიქვამს! აბა რა!

რა საინტერესო რამეა ისე ეს "საბჭოთა აზროვნება" არა?

"საბჭოთა აზროვნება" აღიქვამს

რუსთაველს,

გურამიშვილს,

ბარათაშვილს,

წერეთელს,

ერისთავს,

ვაჟა-ფშაველას,

ასათიანს,

გელოვანს,

ტაბიძეებს,

იაშვილს,

გრანელს...

და ვერ აღიქვამს ამაღლობელს, ბუღაძეს, გოგიბედაშვილს...

არა, ნამდვილად რამენაირად უნდა მოვიშოროთ ეს "საბჭოთა" აზროვნება თორემ დავიღუპებით სულიერად!

აბა, რატი-ლაშა-დეფის "შ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი ს" გარეშე საიდან-ღა მივიღოთ სულიერი საზრდო?

ისე, მართლა საიდან ამხელა თავხედობა ამ რეგვნებს???", - წერს ბაკურ სვანიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016