reportiori.ge - კოკა ყანდიაშვილი: მინდა ვთხოვო დღევანდელ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 19:52
საზოგადოება
კოკა ყანდიაშვილი: მინდა ვთხოვო დღევანდელ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას...
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 12:52


„ფილმში მოთხრობილი არა ერთი მოვლენის უშუალო მონაწილე ვარ პირადად მე. გამოყენებულია კადრები ჩემი არქივიდან - ასევე ჩემი ინტერვიუ საქართველოს მეორე პრეზიდენტთან", - ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით გადაღებულ ფილმთან დაკავშირებით სოცუალურ ქსელში შეფასებას აკეთებს და ხელისუფლებას მიმართავს:



„პირველი ფილმი ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით.

 

"წამი, წამება, წამიერება..."

 

ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილია მოთხრობილი ამ ფილმში. მთხრობელი კი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს თითქმის 30 წელი მართავდა. იმ 7 წლის გამოკლებით, როდესაც სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

 

მე ვუწევ რეკომენდაციას ამ ფილმს და გთავაზობთ, მოკალათდეთ ეკრანებთან და ნახოთ ეს ფილმი.

 

პ.ს. კრწანისის რეზიდენცია, სადაც შევარდნაძეა დაკრძალული, დღემდე სახელმწიფოს ბალანსზეა. მინდა ვთხოვო დღევანდელ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას - ეგებ თქვენ მაინც დააყენოთ საშველი საკითხს - რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი პირებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობას განსაზღვრავს - ვადის ამოწურვისა ან და გარდაცვალების შემდგომ პერიოდში. გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, ღარიბაშვილი - მალე მარგველაშვილიც... მიიღეთ წესიერი, ღირსეული კანონი. ყველა პირველმა პირმა - რომელიც დღეს ქვეყანას განაგებს, იცის ამ პრობლემის არსებობის შესახებ - ასეთი გადაუწყვეტელი რა არის?", - წერს კოკა ყანდიაშვილი.



 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016