reportiori.ge - ''პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს, რომ ქონება დავუტოვოო''
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 17:11
საზოგადოება
''პატრიარქმა მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს, რომ ქონება დავუტოვოო''
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 13:51


პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე პატრიარქთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„ნეტარ იყვნენ ღატაკნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა

 

დღეს საოცარი შეხვედრა მქონდა პატრიარქთან. რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ის, როგორც ყოველთვის, საოცრად მშვიდი იყო. როგორც ყოველთვის, მოიკითხა თბილად მთელი ჩემი ოჯახი. და მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს რომ ქონება დავუტოვო - ჩემი შვილები თქვენ ხართ და ყველაფერი რაც აქ არის, საპატრიარქოში ისევ და ისევ ქართველი ხალხისაა. საერთოდ, ქონების ქონა არც ისე კარგი საქმეა. სჯობს ის ადამიანმა გასცეს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს.

 

 

სიბრძნეა ეს. დიახ, ქონება ადამიანს ამძიმებს. ქონება ადამიანს აუბედურებს. ადამიანს მხოლოდ მინიმუმი სჭირდება. მას სიხარბე აბრმავებს და აგიჟებს. ზუსტად ასე ფიქრობდა დედაჩემიც - ნათია ამირეჯიბიც. სწორედ ამიტომ იყო, რომ სიტყვა „ბურჟუა" მისთვის დამამცირებელი ტერმინი იყო. „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია". დიახ, ადამიანის და საზოგადოების სიმდიდრე სწორედ იმაშია თუ რამდენად ბევრის გაცემა შეუძლია მას. გაცემაა სიმდიდრე და არა მოხვეჭა.

 

 

და დღევანდელი დღის მთავარი პრობლემა სწორედ მომხვეჭელობის კულტია. დღევანდელი დღის ფსევდო მას-კულტურამ სწორედაც რომ ასეთი მახინჯი იდეალი მოიტანა. უცნაურია, მაგრამ 1992 წლის შემდეგ სწორედაც რომ ფსევდო კულტურა დამკვიდრდა საქართველოში - ნეოლიბერალური ეგოცენტრიზმი - და ეს არა მარტო საქართველოშია. მთელი მსოფლიო მძიმე სულიერ კრიზისს განიცდის. განსაკუთრებით კი მატერიალისტური დასავლეთი, სადაც ფულის-დაუ ჯონსის-ფილისტერიზმის ფსევდო იდეალი ბატონობს. როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ამბობს, დღევანდელ დასავლეთში „დემოკრატიის პორნოგრაფიაა", სადაც ფულის კულტი ჭამს ყველა იდეალს. თავისუფლება აღარ არის თავისუფალი. ის დამორჩილებულია კრედიტ-კარტებს და კრედიტ-კომპანიებს. ადამიანს მარტო ერთი არჩევანი ეძლევა - რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. მომხმარებლობას ამაზონის ჯუნგლებშიაც ძალით ტენიან.

 

 

დიახ, ადამიანი არ უნდა იყოს მომხმარებელი. მან არ უნდა თქვას სხვა ადამიანზე: მე ის მოვიხმარე ან ვიხმარე. ადამიანი მოყვარული უნდა იყოს. სხვა ადამიანის მოყვარული. როგორც ემანუელ ლევინასი იტყოდა, ასევე მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე - ადამიანის მოვალეობაა რომ  იყოს არა-ინდიფერენტული - მას ფეხებზე არ უნდა ეკიდოს „სხვა". მაშინ არის ადამიანი ადამიანი.

 

 

პრუდონი ამბობდა რომ კერძო საკუთრება არის ქურდობა. მართალი იყო პრუდონი. ენგელსი ამბობდა, რომ კერძო საკუთრება სახელმწიფო ტერორის მანქანასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა. მართალი იყო ენგელსიც. ქრისტე ამბობდა,  რაც გაცვია გაიხადე და გაჭირვებულს მიეციო. ის არ იყო კერძო საკუთრების მფლობელი. ის იყო იდეალური არსება. და ის არ ფლობდა კერძო საკუთრებას. არც მაჰათმა განდი არ ფლობდა კერძო საკუთრებას. არც ილია მეორე არ ფლობს კერძო საკუთრებას.

 

 

ვინ ვარ მე რომ ვფლობდე კერძო საკუთრებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა მსოფლიოში.

 

 

ათასობით ადამიანს სახლ-კარის გარეშე ტოვებს ეს კერძო საკუთრების მფლობელ ბანდიტთა სისტემა. ნამდვილი ქურდები კერძო მესაკუთრეები არიან. დიახ, პრუდონი მართალი იყო - კერძო საკუთრება ქურდობაა.

 

 

დიახ, მართალნი არიან ნეგრი და ჰარტი - როცა  ამბობენ - ჩვენ გვინდა საერთო საკუთრება.

 

 

დიახ - ამაზე ლაპარაკი საშიშია. დიახ, ამაზე ლაპარაკი აკრძალულია. მაგრამ - ამის კეთება სიყვარულია.

 

 

მე არ მინდა კერძო საკუთრება. ისევე როგორც პატრიარქს არ უნდა კერძო საკუთრება.

 

 

უარი ვთქვი კერძო საკუთრებაზე - და მივიღე საერთო საკუთრება. არა ბოლშევიკური საკუთრება - არამედ საერთო საკუთრება.

 

 

ადამიანი არ არის ბოროტი არსება. ასე ფიქრობდა დედაჩემი. ადამიანის დანიშნულებაა  არა მატერიისთვის, არამედ იდეისთვის იცხოვროს და მოკვდეს. ასეც ფიქრობდა დედაჩემი. უიდეო და მატერიალისტი ადამიანი ისეთივე მარტოობაში კვდება ვარდით ხელში, როგორც ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი" - ასეც ფიქრობდა დედაჩემი. ეს მის წიგნებშიც წერია. და ბევრი სხვა რამეც.

 

 

პატრიარქმა დღეს სიბრძნე მითხრა. მას არ აქვს კერძო საკუთრება - მას არ აქვს ქონება - და ის ბედნიერია თავისი ხალხის სიყვარულით.

 

 

მაშასადამე, მეც არ უნდა მქონდეს კერძო საკუთრება. სიხარბე ანგრევს ადამიანს. სიყვარული აშენებს მას", - წერს ირაკლი კაკაბაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016