reportiori.ge - კოკა ყანდიაშვილი: თქვენ იტყუებოდით ერთი წლის წინ და ამ ტყულში ცხოვრობთ დღესაც
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 17:09
საზოგადოება
კოკა ყანდიაშვილი: თქვენ იტყუებოდით ერთი წლის წინ და ამ ტყულში ცხოვრობთ დღესაც
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 15:50


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ერთი წლის წინ დაწერილ განცხადებას, სადაც საუბარი იყო მედიაში მის დაბრუნებაზე. ყანდიაშვილი ძველ კომენტარს დღეს ამგვარად აფასებს:


„ტყულს მოკლე ფეხი აქვს!!!

ერთი წლის წინ დავდე ეს პოსტი. ერთი წლის წინ გაიქცნენ მაესტროდან ადამიანები - არიქა კოკა მოდისო. ერთი წელი არ არის საკმარისი - რომ აღიაროთ აშკარა ფაქტი: თქვენ იტყუებოდით ერთი წლის წინ და ამ ტყულში ცხოვრობთ დღესაც. უკვე ერთი წელია - თქვენ გაიქეცით მე კი როგორც ვწერდი არც მივსულვარ მაესტროზე და არც ვაპირებ.



მაესტროზე, ჩემზე და მომავალზე - 2014 წელი


1) არ მაქვს გადაწყვეტილი, დავტოვებ კანცელარიას და დავუბრუნდები ტელევიზიას თუ არა.

2) ამ ეტაპზე, არ ვიღებ მონაწილეობას "მაესტროს" მენეჯმენტში - და არც ვაპირებ, იმ შემთხვევაშიც კი - თუ ჩემი სტუდიის გადაცემას, ტელეკომპანია "მაესტრო" შეიძენს. მიუხედავად მაესტროს ხელმძღვანელებთან ჩემი თითქმის 20 წლიანი მეგობრობისა.

3) არ მივიღებ ყოფილი მაესტროელების პრეტენზიებს. მგონია, რომ სამწუხაროდ შეცდომაში არიან შეყვანილნი. მიუხედავად ყველაფრისა - ვუსურვებ წარმატებებს.

4) ანგელოზი არ ვარ, არც თქვენ ხართ ანგელოზები, ამიტომ დაფიქრდით, თავად გაეცით პასუხი ამ კითხვას:

- მე 44 წლის ადამიანი ვარ,

- რომელსაც უკვე გამოვლილი მაქვს მთავრობის მიმართ ჩემი ლოიალობის შედეგები (იმ დროს სახელმწიფო ტელევიზიის პირობებში - რაც ხმამაღლა ვაღიარე...)

- და შემდეგ 10 წლიანი დევნა (რის გამოც ცხოვრების თავიდან დაწყება მომიწია).

- და ბოლოს, თითქმის 2 წელი სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობა,( ძალიან საინტერესო გამოცდილება და მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობა)

- რად უნდა მიღირდეს? რატომ უნდა დავუბრუნდე კვლავ ეკრანს თუ ისევ ვინმეს (მთავრობა, ბიზნესი, გვატემალა.... და ა.შ.) ინტერესები უნდა გავატარო? ეს ხომ - თავის მოკვლის ტოლფასია? მე კი ამას არ ვაპირებ. ღმერთის წყალობით - ჯერ ბაბუა გავხდები, მერე დიდი ბაბუა....

ამიტომ - დამაცადეთ, ნახეთ რასაც გავაკეთებ და მხოლოდ მაშინ გამოიტანეთ ყველამ საკუთარი დასკვნა. მაყურებელი არასდროს ცდება!!!

5) მე მაქვს მეორე შანსი. რაც ვიცი ტელევიზიაა, მინდა და მიყვარს ამ საქმის კეთება. რომელ არხზეც არ უნდა გავიდეს ჩემი გადაცემა - უბრალოდ მისურვეთ წარმატება !!!

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, მტერსაც და მოყვარესაც - იხარეთ!!!

პატივისცემით, კოკა ყანდიაშვილი!

პ.ს. ამ თემაზე, ჩემგან სხვა კომენტარს ნუ დაელოდებით. სიახლეებს - აუცილებლად გაგაგებინებთ!", - წერს ყანდიაშვილი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016