reportiori.ge - სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 მლნ 495 ათასი ლარია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:56
რეგიონები
სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 მლნ 495 ათასი ლარია
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 10:39



რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ზარალი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში უკვე დაითვალეს. წალენჯიხისთვის მიყენებული ზარალი 450 000 ლარს, ხოლო ჩხოროწყუსთვის მიყენებული ზარალი 75 000 ლარს შეადგენს.



სხვა მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ამ დროის მონაცემებით, ქალაქ ზუგდიდში ის უკვე შეადგენს 300 000 ლარს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი - 270 000 ლარს.



ხობის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მათი რაიონის ზარალი 400 000 ლარს აღემატება.



შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 მლნ 495 ათასი ლარია.



რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, არსებული ინფორმაციით, დიდთოვლობას მათთვის ზიანი არ მიუყენებია. ზარალის დამთვლელი კომისიების მუშაობის დასრულების შემდეგ მონაცემები ცენტრალურ მთავრობას გადაეგზავნება.



მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით ყველა დაზარალებულ მოქალაქეს ზარალი აუნაზღაურდება.



ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ხობში დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების და სხვადასხვა დაწესებულებების სახურავები.




 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016