reportiori.ge - პრემიერი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 17:00
საზოგადოება
პრემიერი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 11:45



საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, - ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ საღამოს, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.



ღონისძიება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.



კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები - ტენორი ალესანდრო საფინა; ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; სოფი ლორენის უფროსი ვაჟი - დირიჟორი კარლო პონტი, ასევე ნინო სურგულაძე, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტული ბენდი.



პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა და ასევე სპონსორ კომპანიებს, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის მნიშვნელოვანი თანხა გაიღეს.



დიდი იმედი მაქვს, ასეთი აქციები გაგრძელდება და მათში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, განსაკუთრებით ისეთი საამაყო ადამიანები, როგორიც არის ნინო სურგულაძე და სხვები. ჩვენ მართლაც ბევრი სასიქადულო თანამემამულე გვყავს, რომელოც დღეს უცხოეთში მოღვაწეობს და ასეთ კარგ საქმეებს აკეთებს", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებს, ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016