აზერბაიჯანის სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი ზელიმხან იაგუბი გარდაიცვალა.
ლევან მამალაძე, სულხან მოლაშვილი, ზურაბ კობიაშვილი, რამიზ ბაქიროვი, მუბარის კარაევი და ფოლად ხალილოვი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.
„გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, აზერბაიჯანის სახალხო პოეტი
დაკრძალვის ცერემონიალს ხვალ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი და აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის მქონე პირები დაესწრებიან.
ზელიმხან იაგუბის პოეზია, ხალხი სიტყვისა და ჰუმანურობის გამუხატულებაა, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ყმაწვილობაში მიღებულმა გამოცდილებამ, რაც შევსებული იქნა ბოლნისის რაიონში არსებული მარვალეთნიკური ურთიერთობათა სიმდიდრით და მშობლიური მიწის სიყვარულით. მისი საზოგადოებრივი აქტიურობა და ეროვნული აზროვნება, მიმართული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის გამტკიცებისაკენ, განსაკუთრებით მისთვის ურთულეს პერიოდებში.
ხალხის მხარდაჭერით სამჯერ იყო არჩეული რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატად. ზელიმხან იაგუბის შემოქმედება განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა ხალხში, რითაც ნამდვილად დაიმსახურა სახალხო პოეტის მაღალი წოდება.
როგორც აშუღთა საერთაშორისი კავშირის თავჯდომარე, ხელს უწყობდა აზერბაიჯანული კულტურის განმტკიცებასა და განვითარებას. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოსა და აზერბაიჯანის დაახლოების, ქართულ-აზერბაიჯანელი მეგობრობის განმტკიცების საქმეში, რისთვისაც აზერბაიჯანის რესუბლიკის და საქართველოს მხრიდან ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
ზელიმხან იაგუბის გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც აზერბაიჯანელი, ასევე ქართველე ხალხისთვის. ჩვენ ვიზიარებთ აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებთ ჩვენთვის ახლობელ იაგუბების სახელოვან ოჯახს.
„სახალხო ხელისუფლების" სახელით
ლევან მამალაძე, სულხან მოლაშვილი, ზურაბ კობიაშვილი, რამიზ ბაქიროვი, მუბარის კარაევი, ფოლად ხალილოვი."