reportiori.ge - ირაკლი შონია თინათინ მღვდლიაშვილს: თქვენ ხართ ჭეშმარიტი ინტელიგენტი, მებრძოლი პოეტი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 17:27
საზოგადოება
ირაკლი შონია თინათინ მღვდლიაშვილს: თქვენ ხართ ჭეშმარიტი ინტელიგენტი, მებრძოლი პოეტი!
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 21:57


ჟურნალისტი ირაკლი შონია პოეტ თინათინ მღვდლიაშვილს მიმართავს:


„იმ დღეს მაიკომ დაგიწერათ „შენ ხარ პირველი ამ არისტოკრატთა შორისო" და დავამატებდი თქვენ ხართ ჭეშმარიტი ინტელიგენტი, სახალხო და მებრძოლი პოეტი, რომელიც ემსახურებით საქართველოს და თქვენი ქვაკუთხედი დადეთ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში!"- მიმართვს შონია პოეტს.



აქვე გთავაზობთ მღვდლიაშვილის ლექსს, რომელიც პოეტმა გალაკტიონ ტაბიძეს მიუძღვნა:


პოეზია

გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ს

წუხელ ვმწუხარებდი,--სიტყვა მომეძია...

ო, ეს პოეზია! -- ზურგში სატევარი!..

შვენის პოეზიას ლურჯი ჰორტენზია,

როგორც ღამეული შავი საფერავი!..

მზერა -- კამარიდან, ქალი -- ქარაფიდან...

ურცხვად ნამზეური თეთრი ჩქერალები!..

უცხოდ მონაბერი ქარი ქალაქიდან...

ზესკნელს აზიდული მზეებრ მწვერვალები!..

მთები -- მშვენიერი, ფრთები -- შენმიერი...

ლურჯა ცხენებისგან არე გაქაფული!..

ერი -- იისფერი თოვლით ნებიერი,

გზები -- კოსმიური გზნებით გაკაფული!..

ოდენ არტისტული ლექსთა შერკინება.

ზევსთა შეჯიბრება ზესთა სონეტებით!..

არისტოკრატული ზღვაა პოეზია,

არისტოკრატები -- დიდი პოეტები!..



თინათინ მღვდლიაშვილი

2008 წელი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016