reportiori.ge - სხვადასხვა ქვეყანაში გრიპის ვირუსს მსხვერპლი მოჰყვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 17:02
საზოგადოება
სხვადასხვა ქვეყანაში გრიპის ვირუსს მსხვერპლი მოჰყვა
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 23:31


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გრიპის ვირუსს ებრძვიან. დონბასში ვირუსს მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ კრამატორსკში ორი კვირის განმავლობაში 15 ადამიანი დაიღუპა, 45 კი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.


უკრაინის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქის საავადმყოფოში 180 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 22 ბავშვი.


გრიპის ვირუსს მსხვერპლი მოჰყვა სომხეთშიც. ინფექციური დაავადებების ცენტრის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამჟამად საავადმყოფოში მძიმე ფორმებით დაავადებული 8 ადამიანი იმყოფება. ყველა პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი.


სომხეთსა და უკრაინაში ასეთი ვითარების მიუხედავად, სპეციალისტები საქართველოში მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. შემოდგომიდან დღემდე გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 23 შემთხვევა ფიქსირდება.


პრევენციის მიზნით, მაღალი რისკის კატეგორიის 10 000-ზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ ვირუსის გავრცელების პიკს თებერვალში ელოდებიან.


წყარო



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016