reportiori.ge - ინგა გრიგოლია: არც მძღოლი, არც კარის გამღები და ქოლგის დამჭერი, არც დაცვა... უბრალოდ, ვიღაც კარგი ბიჭი გადმოვიდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 17:21
საზოგადოება
ინგა გრიგოლია: არც მძღოლი, არც კარის გამღები და ქოლგის დამჭერი, არც დაცვა... უბრალოდ, ვიღაც კარგი ბიჭი გადმოვიდა...
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 11:12


„ახლა უნდა მოვყვე ჩემი დღევანდელი შთაბეჭდილება,რომელიც სრულიად უჩვეულო აღმოჩნდა ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის", - წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


მოკლედ, მივფრინავთ პანკისში... ვერტმფრენის ასაფრენ ბილიკთან ვდგევართ და ვუცდით გაფრენას... ჩერდება რაღაც მანქანა, თუ არ ვცდები სედანი ტოიოტა და გადმოდის მძღოლი, კეტავს კარს და გვიერთდება შეუმჩნევლად, ქეჟუალ" ფორმაში. მეცნო და ცოტა ხანში მივხვდი, რომ ესაა სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის მიმართულებით დათო ბაქრაძე. არც მძღოლი... არც კარის გამღები... არც ქოლგის დამტარებელი... არც დაცვა და არც არაფერი... უბრალოდ, ვიღაც კარგი ბიჭი. აი, გაზეთებში რომ წამიკითხავს, ეგეთი კარგი ტიპი, დაცვების და სიგნალიზაციების გარეშე.

 

რატომ უნდა გვიკვირდეს ხომ? მაგრამ გვიკვირს... და თან სასიამოვნოდ გამიკვირდა... ხოდა, მე კი არ გამიკვირდა და მომეწონა მარტო მისი ეს უდაცვობა და უქოლგობა... ყველას მოეწონა, ოპერატორიან-ჟურნალისტიანად, ვინც იქ იყო... რაღაც არაქართული მოვლენა გაიჩითა", - წერს ინგა გროგოლია.



მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016