reportiori.ge - ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ირაკლი შოთაძეს მიმართავენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 13:36
სამართალი
ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ირაკლი შოთაძეს მიმართავენ
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 11:41


პროკურატურაში ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი მირიან ნიკოლაძე იმყოფებოდა, რომელმაც დაკავებული პირების განცხადება საგამოძიებო უწყებაში შეიტანა. მსჯავრდებულები მთავარ პროკურორ - ირაკლი შოთაძეს მიმართავენ.


ანასტასია ზაუტაშვილი, გიორგი ჩეჩელაშვილი, რომან მესუმიანი და მევლუდ სვანიძე სამ მოთხოვნას აყენებენ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი უვადო შიმშილობით იმუქრებიან.


„სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნას მიცემული, შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი, მის მიერ განხორციელებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის; აღნიშნული პირის მიმართ, ასევე განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნიშნებით.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნან მიცემულნი, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმოებაში არსებულ #074131112801, #074118060 და კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზე (რომელთა საიდენტიფიკაციო ნომრები ჩვენთვის უცნობია), სამართალდამცავი ორგანოების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაიდინეს დაკავებული პირების: ანასტასია ზაუტაშვილის, გიორგი ჩეჩელაშვილის, რომან მესუმიანის, მევლუდ სვანიძის და მოწმე კახაბერ სვანაძის ცემა-წამება, არადამიანური მოპყრობა, მათი კუთვნილი ქონების უკანონო მითვისება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016