reportiori.ge - კონსტანტინე გამსახურდია: მერაბ კოსტავამ ჩემს ქორწილშიც იმღერა ეს სიმღერები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 15:57
საზოგადოება
კონსტანტინე გამსახურდია: მერაბ კოსტავამ ჩემს ქორწილშიც იმღერა ეს სიმღერები
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 12:43


„მერაბ კოსტავას ხმა და მისი სიმღერა ბავშვობიდან მახსოვს - როდესაც მღეროდა (ან საეკლესიო საგალობლებს გალობდა) ჩემს მშობლებთან ერთად", - ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს და წერს:



„მან ჩემს ქორწილშიც იმღერა ეს სიმღერები 1987 წლის ბოლოს. აქ გამოქვეყნებული კადრები გადაღებულია საბჭოთა „ლაგერიდან "საქართველოში დაბრუნების შემდეგ, იმ ლიბერალიზაციის ტალღაზე, რომელიც მიხეილ გორბაჩოვის აღზევებას მოყვა. მასთან შეხვედრა სასწაულს გავდა, რადგან როგორც მამების, ისე ჩემს თაობას თითქმის გადაწურული ქონდა მისი ცოცხლად ნახვის იმედი. მანამდე ციმბირულ „ლაგერში" მყოფი, შიმშილობის მე-6 თვეს, რომლის დროსაც მას ხელოვნურად კვებავდნენ, წერდა:

 

 

ფიქრთა ნაკადი იმედებს გისევს:

კვლავ დაიქუხებ, თუ ისევ მორჩი,

თუ ვეღირსები ნეტავი ისევ

იმ ჰარმონიას სულის და ხორცის.

გაშლილი გულით, ღიმილით პირზე,

ისე, ქართველ კაცს რომ ეკადრება,

თუ მეღირსება ნეტავი ისევ

ამაყად დგომა ნაცნობ ჭადრებთან.

კოლხეთით ტკბობა რიონის პირზე,

მუხლის მოდრეკა ქართულ ტაძრებთან!

ეს თუ არ მოხდა, აღარ ვინაღვლი:

ჩემი ცხოვრება გავლიე სწორად.

მუდამ მთლიანი ვიჯექ ინახად,

არ გავთიშულვარ აროდეს ორად.

წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,

მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო.

ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,

მერმედ ეს მიწა და საქართველო.

("შიმშილობა")

 

 

მას ეს ოცნება მართლაც აუხდა; ჩვენც აგვიხდა, ვისაც მისი ნახვა გვსურდა. მაინც იჯერა გული თავის ხალხთან მოლხენით, არადა ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ჩვენთან ყოფნა. მან მეტეორივით ჩაიქროლა, უკან ტოვებდა რა საოცარი ინტენსივობით მოქმედ სურათებს: მრავალათასიანი მიტინგები, შავლეგოს ჰიმნი, აფხაზეთი, ნოემბრები, 9 აპრილი და ბოლოს ბორითი... ეს ყოველივე საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე, რომელსაც ის ვეღარ მოესწრო", - წერს კონსტანტინე გამსახურდია. 


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016