reportiori.ge - თბილისში 500 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 16:14
საზოგადოება
თბილისში 500 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 12:49


თბილისის მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ახალაშენებული 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.



128-ე ბაღი ერთ-ერთია იმ 50-მდე ბაღიდან, რომელიც წინა წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობა 2007 წელს ავარიულობის გამო დაანგრიეს, მის აღდგენას  კი ადგილობრივები წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.



აღნიშნული ბაღის ფუნქციონირება  ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს იმ  ბავშვებს, რომელთაც აქამდე ვერ შეძლეს ბაღში დარეგისტრირება და მეორე მხრივ,  ხელს შეუწყობს ახლომდებარე ბაღების განტვირთვას.



შენობა ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შედგება და 500-მდე ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. მისი მშენებლობისა და აღჭურვისთვის თბილისის ბიუჯეტიდან  2 600 000 ლარი დაიხარჯა.



გარდა ამისა, თბილისში ამ დროისთვის 6 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მომავალ წელს კი 10 ბაღის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016