reportiori.ge - სასჯელაღსრულებისა სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 15:51
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 17:59



სასჯელაღსრულოებისა და პრობაციის სამინისტროში საქართველოს სოლიდარობის ფონდის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, ასევე,  სამინისტროს დეპარტამენტების  ხელმძღვანელები დაესწრნენ.  შეხვედრის მონაწილეებმა ფონდის გასული წლის მუშაობა შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უწყების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ფონდის საქმიანობაში.


„უწყების თანამშრომელთა 48 პროცენტი ნებაყოფლობით ყოველთვიურად  რიცხავს გარკვეულ თანხას  ფონდში. ეს კარგი შედეგია, თუმცა დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ანგარიშის შემდეგ ჩვენი სამინისტროს მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზრდება. კარგია, რომ ფონდის საქმიანობის შედეგად საჯარო მოხელეებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს თუ უბრალოდ მოქალაქეებს საშუალება გვეძლევა ერთიანი ძალებით მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.


საქართველოს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მარიამ ჯაშის განმარტებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრაქტიკულად ყველა სტრუქტურული ერთეული სოლიდარობის ფონდის დონაციებში უკვე ჩართულია.

 

„ყოველთვიურად უწყებიდან საერთო ჯამში 5001 ლარის მობილიზება ხდება. თანამშრომელთა 48 პროცენტის დახმარება გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, ფონდის საქმიანობის გაცნობის შემდგომ სხვა თანამშრომლებსაც გაუჩნდებათ ამ პროცესში ჩართვის სურვილი და ერთად შევძლებთ ფონდის პროგრამების გაფართოებას", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ფონდში საერთო ჯამში 5.5 მილიონი ლარი იქნა მობილიზებული. უკვე მობილიზებული და ასევე პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა უკვე 192 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016