reportiori.ge - ილია მეორე: მშობლებმა დალოცეთ შვილები, რადგან მშობლის დალოცვა ღვთის დალოცვაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 16:17
საზოგადოება
ილია მეორე: მშობლებმა დალოცეთ შვილები, რადგან მშობლის დალოცვა ღვთის დალოცვაა
ავტორი:
11 იანვარი, 2016. 18:51


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი გადაიხადა.



პარაკლისის დროს ტაძარში გამობრძანებული იყო „მადლის ქვა" და წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი. ტაძარში უამრავი ბავშვი და მშობელი იყო შეკრებილი. მათგან ზოგიერთი მძიმე ავადმყოფიც იყო. უწმინდესმა პარაკლისის დაწყებამდე ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა, ქრისტეშობა და ახალი წელი მიულოცა.



მადლი ღვთისა, მადლი ახალშობილისა ძისა თვისისა იესო ქრისტესი იყოს თქვენ და თქვენი ბავშვებისა ზედა. დღეს დავლოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს, ბავშვებს, ჩემს ნათლულებს და მთელ საქართველოს. საოცარი დამთხვევაა, დღეს არის დღესასწაული 14 000 ბავშვისა, რომელიც მოსპო ჰეროდე მეფემ. 14 000 მოწამე ბავშვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - განაცხადა პატრიარქმა.




უწმინდესის თქმით, დღეს პარაკლისით ითხოვენ მადლს პატარებისთვის. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ მათი შვილები, რადგან მშობლის დალოცვა არის ღვთის დალოცვა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016