საზოგადოება „თბილისელის" თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი სამთო-სათხილამურო კურორტის, გუდაურის პრობლემების შესახებ წერს და კომპეტენტურ პირებს აღწერილი პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.
მეძმარიაშვილის განცხადებით, გუდაურში 12 წლის მოზარდის გარდაცვალება სწორედ ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობამ გამოიწვია...
„ტურიზმი როცა ქვეყნის პრიორიტეტია და გუდაური ესეთი მიმზიდველია ტურისტებითვის. შემთხვევა ხდება და უყურებ, რომ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. უნდა მოვიდეთ აზრზე. მმართველები უნდა გამოიცვალოს. ეს ტრაგედია შეიძლება ბედისწერაა და სხვა კურორტებზეც იღუპებიან ბავშვები. მაგრამ დღეს ორი ქართული ოჯახი გაუბედურდა და ეს კონკრეტული შემთხვევა შეიძლება არ მომხდარიყო, რომ სპორტსკოლებს ჰქონდეთ თავიანთი სასრიალო ტრასა. არ არის ეს რთული მოსაგვარებელი.
ფედერაციამაც და სპორტსკოლებმაც უნდა აიმაღლონ ხმა. ნუ ხართ გაჩუმებულები. რა თქმა უნდა არ მოევლება ყველაფერს ერთ დღეში, მაგრამ უსაფრთხოება სასწრაფოდ მოსაგვარებელია და ნუ ხართ გაჩუმებულები.
მიხედოს ამ პრობლემას განვითარების ფონდმა და ჩაერთის სამთო სპორტული ფედერაციები, სპორტსკოლები, ტურიზმის დეპარტამენტი.
არანაირი ბიზნესი არ არის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი. რადგან ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და გუდაური უნდა გახდეს უსაფრთხო კურორტი, რის საშუალებასაც გვაძლევს ეს ადგილი სხვა კურორტებიდან განსხვავებით და მერე მივხედოთ კომფორტსაც.
მილიონი პრობლემა აქვს გუდაურს დღევანდელი ტრაგედიაც ამის ბრალია. ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ ამის გამოსასწორებლად.
ზოგი პრობლემა არაპროფესიონალიზმის ბრალია. ზოგიც გეგმის გარეშე კურორტის განვითარების და ტურისტების ნაკადის ზრდის. იმიტომ არა რომ მაგრები ვართ, მეზობლებში ეკონომიურ პოლიტიკური პრობლემების გამო მოაწყდა ამდენი ხალხი და კურორტი ვერ უმკლავდება.
მთავარი რაც არის, დღეს კურორტზე არ არის უსაფრთხოება დაცული. ზონები სირთულის მიხედვით არ არის მონიშნული, არც ტრასები და გადასახვევებია მინიშნული. მხოლოდ ცალ მხარეს დგას ბოძები და არ არის დანომრილი. სპორტსკოლებს და ფედერაციებს არა აქვთ თავისი ადგილი ამხელა ტერიტორიაზე.
დღეს ვეტმფრენი მოფრინდა 1 საათში და 40 წუთში განხორციელებული ზარიდან როცა ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. არავინ იცოდა ვერტმფრენის ნომერი და სანამ დარეკავდნენ ერთი საათი გავიდა ნომრის გასაგებად. დღეს არ არის აბონიმენტთან ერთად დაზღვევა სავალდებულო, რითაც შეიძლებოდა სამაშველო სამსახურის სრულყოფა და სხვა დონეზე აყვანა. რატომ არ არის ვეტფრენი ადგილზე? ეს არის სავალდებულო ასეთი მაშტაბის ყველა კურირტზე. გუდაურს ვეტფრენი რატომ არ ჰყავს?
ამ დღეებში ყველამ დაწერა, რომ არ იტკეპნება ტრასები რეგულარულად. არ არის კრიტიკულ ადგილებში თოვლის შენარჩუნების ბადეები, არ არის ღობეები და გამაფრხილებლები.
საავტომობილო გზები შიგნით გუდაურში მოუწესრიგებელია და არ იწმინდება. პარკირებაც მოსაწესრიგებელია, არ გვარდება. საზოგაოებრივი საპირფარეშო მოუწესრიგებელია.
ბავშვების სასრაილო ზონები არ არის შემოღობილი. პატარა ბავშვებთან ერთად სრიალებენ დიდები, არადა არ შეიძლება. 100 კილოაიანი არაბი დაახტა პატარას და კინაღამ გაჭყლიტა.
ტრასის ბოლო მონაკვეთიც შემოღობილი უნდა იყოს, რომ გამვლელებს არ შეეჯახონ. გახსნილია ყველგან ტრასების ბოლო.
ბავშვებზე ყიდიან ალკოჰოლს. ასაკრძალია სასწრაფოდ. რუსები უკრაინელები და ქართველი კამიკაძეები სასმელით სრიალებენ. რატომ არ კონტროლდება?
ყიდიან საკვებს სანიტარული ნორმების დარვევით. გონდოლა გაუმართავია და სულ ითიშება. კვირას არმ უშაობდა, შაბათს 11- ზე გაიხსნა. მანამდე ყოველდღე ფუჭდებოდა. ხან ქარს დააბრალეს, ხან თოვლს, გუდაურში თითქოს თოვლი და ქარი არ უნდა იყოს.
კანატჩიკები გვიან მოდიან სამსახურში. მათი ტრანსპორტირება არ ხდება დროულად. გუშინ ამოვიდნენ 10-ის მერე.
დენი მიდის და წყალი არ არის საკმარისი. ერთი ბაყბაყდევია ვიღაც იოსება და აბრალებენ თუ მართლა ბაყბაყდევია არ მინახავს. კანალიზაცია ჭედავს ვერ უძლებს დატვირთვას. კორპუსებია დაერთებული 150 მილიმეტრიან მილზე.
ნაგვის ბუნკერები გადატენილია და არ გააქვთ. გაზაფხულზე აყროლდება გუდაურს ყვავები წაიღებენ.
მომზადების გარეშე ტიპები სრიალებენ გაუკვალავში, სხვას უქმნიან საფრთხეს და იწვევენ ზვავებს. არა აქვთ ელემენტარული განათლება და ხელსაწყოები, რომ თავი არ დაიღუპონ და სხვაც არ დაღუპონ. დღეს კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა, რომ არა საბედისწერო გამართლება მოწვეტილმა ზვავმა კინაღამ ორი კაცი ჩაიტანა. რატომ აუშვით ტურისტები საზვავე ადგილების შეუმოწმებლად?
ძალიან ბევრი სრიალებს ტრასის გარეთ და მათ სჭირდებათ გზამკვლევი, ვინც ამ ხალხს დააკვალიანებს სად ისრიალონ უსაფრთხოდ. გუდაური ამ მხრივ არ ვითარდება, არადა საუკეთესოა რეგიონში „ფრირაიდისთვის".
დაამატონ აბონიმენტის დიფერენცირებული გამოყენება. არ უნდა დაუშვან დამწყებები რთულ ტრასებზე და რთულ ტრასებზე სასრიალოდ ჩაფხუტი აუცილებელია. არ უნდა აუშვათ ჩაფხუტის გარეშე.
სიჩქარის გასანვითარებელ ტრასაზე თითო- თითო უნდა გაუშვან და უნდა იყოს ფასიანი, თუ გინდა თავი მოიკლა, სხვას მაინც არმოკლავ. უჩაფხუტოდ ისრიალონ ბიგელზე.
არ არის რეგულარული ავტობუსი. კურორტზე ვერ გადაადგილდები ტაქსის გარეშე. ტურისტებმა რა ქნან ავტმობილის გარეშე? ტაქსები ტექნიკურად გაუმართავია და არავინ ერევა ამის დარეგულირებაში. ფასები ისეთია, შეძლებოდა უკეთესი მანქანების შეძენა.
პარკის საბაგიროზე აღმართში გიწევს ასვლა კუდებზე გადასასვლელად. დაპროექტებულია არასწორად მიშას დროს და არც ეხლა იკლავენ თავს ახალი ტრასის გასაჭრელად. არადა ეს პრობლემაა რამოდენიმე წელია. იგივე საძელედან ტრასით თუ მოდიხარ სნოუბორდერები მოდიან ფეხით ვერ გადადიან ფეხიდან მოუხსნელად ქვედა ტრასებზე. კიდევ ბევრი ადგილიაა რისი გასწორება შეიძლება ზაფხულში და ამას არავინ აკეთებს.
არ არის პარაპლანის ზონა გაშვების და დაშვების და საერთოდ კურორტს კიდია ვინც ცაშია, თითქოს არ ეხებათ და ვერ ხედავენ სანამ ვინმე არ დაიმტვრევა.
არ არის რიგის დამცავი ჯებირები. რიგში სწორად ნაკადის მისამართად. დღეს რიგი იყო 30 წუთიანი და საბაგიროზე ჯდებოდნენ ზოგჯერ 3 და 2 კაცი როცა 4 კაცს იტევს.
იგივე გონდოლაზე 10 კაცი ეტევა და 7 კაცზე მეტი არშედის. შემიძლია გავაგრძელო და ვწერო...
ეს ყველაფერი გასაკეთებელია და არ ვიცით გეგმა მაინც თუ არის ამ პრობლემების მოსაგვარებლად. სადაც არის გაწერილი? და ვის რა ევალება?"- აღნიშნავს მეძმარიაშვილი.