reportiori.ge - „ფანთაიმის“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 16:29
საზოგადოება
„ფანთაიმის“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 11:33



ინტერნეტჟურნალ „ფანთაიმის" ფოტოკონკურსი, „ფანშუთი" დასრულდა. ფოტოკონკურსში გამარჯვებულების დაჯოლდოება კაჭრეთში, „ამბასადორ გოლფ კლუბში" გაიმართა. ინტერნეტმომხმარებელთა გადაწყვეტილებით, პირველ ადგილზე თამარ ზოიძე გავიდა.


მეორე ადგილი სოფო ჯერენაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილი  - ანა ძაბირაძემ. 


„ფანთაიმის" წარმომადგენლის თინათინ გოგაშვილის თქმით, „ხმის მიცემა 3 ვარსკვლავიანი პრინციპით იყო შესაძლებელი; 100 კონკურსანტიდან, ფინალში 12 გადავიდა. ერთი ვარსკვლავი ერთ ქულას შეესაბამებოდა".


ცნობისათვის, 18-25 წლამდე გოგონებს შორის შესარჩევი კონკურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.


გამარჯვებული „ფანთაიმის" ინტერნეტმომხმარებლების მიერ გამოვლინდა.


დაჯილდოვება კაჭრეთში „ამბასადორ გოლფ კლუბში" გაიმართა, რომელიც კონკურსის მთავარი სპონსორია.


ფოტოკონკურსის გენერალური სპონსორი „დელფოსი", სპონსორები კი სამედიცინო ესთეტიკის ცენტრი „ბელნატურ ჯორჯია" და „ბოდი იმიჯი" გახლდათ.


„ფანშუთის" სპონსორი ასევე იყო  დიზაინერი, თინათინ მაღალაშვილი, რომელმაც სპეციალური პრიზი დააწესა.


3 გამარჯვებულთან ერთად, კომპანიებმა საკუთარი სიმპათიებიც დაასახელეს. „ფანთაიმის" სიმპათიის ტიტული „იმედის" ჟურნალისტმა, ინგა შანიძემ მოიპოვა.  „ფანთაიმის მეგობრის" მუზა ლელა გვიჩიანი გახდა, რომელმაც ასევე მოიპოვა სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის,  „ბელნატურის" სიმპათიის ტიტული. გარდა ამისა,  „დელფოსის" სიმპათიის ტიტული   ლუბა სლაბადენიუკს ერგო.  




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016