reportiori.ge - წელს პირველად ვეტერანები ბაკურიანში ყინულის ქანდაკებებს შექმნიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 16:14
საზოგადოება
წელს პირველად ვეტერანები ბაკურიანში ყინულის ქანდაკებებს შექმნიან
ავტორი:
12 იანვარი, 2016. 13:58



ყინულის ქანდაკებების ფესტივალის 12 წლიან ტრადიციას წელს ვეტერანები გააგრძელებენ და საზოგადოებას  „მშვიდობის" თემაზე შექმნილ ნამუშევრებს წარუდგენენ. ფესტივალი მიზნად ისახავს საზოგადოებაში ვეტერანების  შესახებ ცნობიერების ამღლებას და მომავალი თაობისთვის ვეტერანების საქმიანობის გაცნობას. ფესტივალის წლევადნელი ორგანიზატორია ვეტერანების  საქმეთა სახელმწიფო სამსახური. ხვალ, 13 იანვარს 15 მონაწილე ვეტერანი საზოდოებას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს.  ფესტივალი 6 იანვარს გაიხსნა და 13 იანვარს , საღამოს 19:00 საათზე კონცერტითა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით დაიხურება. მონაწილეებს პრიზებსა და სიგელებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი გადასცემს.



„მნიშვნელოვანია და სიმბოლურია ის, რომ ქვეყნის ტეროტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები შექმნიან ქანდაკებებს მშვიდობის თემაზე. საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები - ვეტერანები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან, ასევე არიან ბრწყინვალე ხელოვანები: მხატვრები, ფერწერები, მოქანდაკეები.

 

წინა ხელისუფლების პერიოდში ვეტერანების მუდმივი მარგინალიზაცია ხდებოდა, მათ უნდოდათ ჩვენი სამშობლოს გმირები მეამოხე და წარუმატებელ ადამიანებად წარმოეჩინათ. მინდა მომავალმა თაობამ უკეთესად გაიცნოს ვეტერანები, იცნობდნენ მათ, როგორც შემომქმედს, წარმატებულსა და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს. ვეტერანი ახალგაზრდა თაობისთვის ყოველთვის  უნდა იყოს უშრეტი ენერგიის ძალა იმისთვის, რომ მათ მუდმივად იბრძოლონ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის",  - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016